ავტოდამტვირთველის მძღოლი- მცხეთა
"ფაბრიკა 1900" გოფრირებული მუყაოს ყველაზე მსხვილი მწარმოებელია საქართველოში. შესაფუთ მასალას, რომელსაც კომპანია ქმნის, არის ბიოდეგრადირებადი და კვლავწარმოებადი, მზადდება სერტიფიცირებული ევროპული ნედლეულისგან თანამედროვე მანქანა-დანადგარებით.
"ფაბრიკა 1900" ეძებს გუნდის ახალ წევრს - ავტოდამტვირთველის მძღოლი.
სამუშაო ადგილი: მცხეთა, სოფ. ძეგვი (ტრანსპორტირებას უზრუნველყოფს კომპანია თბილისიდან და გორიდან)
სამუშაო გრაფიკი: სრული
მოვალეობები:
- პროდუქციის დაუზიანებლად გადაადგილება;
- პროდუქციის შესაბამის ადგილზე, სტანდარტების გათვალისწინებით განთავსება;
- მუშაობის პროცესში უსაფრთხოების წესების დაცვა;
- ავტოდამტვირთველის ოპერატიული მოვლა-შენახვა.
მოთხოვნები:
- იდენტურ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
- სასურველია ავტოდამტვირთველის მართვის ლიცენზია/სერტიფიკატი.
პიროვნული უნარ-ჩვევები:
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
- პუნქტუალურობა;
- გუნდური მუშაობის უნარი.
გთავაზობთ:
- კვებასა და ჯანმრთელობის დაზღვევას;
- ტრანსპორტირებას;
- ჯანსაღ და სამართლიან სამუშაო გარემოს.