ავტო სესხის ოფიცერი- ბათუმი — ლიდერ კრედიტი

ლიდერ კრედიტი — ლოგო
ლიდერ კრედიტი

ავტო სესხის ოფიცერი- ბათუმი

შეთანხმებით ახალი ადგილზე სრული განაკვეთი

მისო ლიდერ კრედიტი წარმოადგენს ერთ-ერთ ლიდერ კომპანიას საქართველოს ბაზარზე. კომპანია მოიცავს საქართველოს მასშტაბით 43 ფილიალს და 400-ზე მეტ თანამშრომელს.

შემოუერთდით მაღალკვალიფიციურ, კომპეტენტურ და წინსვლაზე ორიენტირებულ გუნდს!

შპს მისო "ლიდერ კრედიტი" აცხადებს ვაკანსიას ავტო სესხის ოფიცრის პოზიციაზე.

მდებარეობა: ქ. ბათუმი

სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი: სრული; ყოველი მეორე შაბათი: მოკლე სამუშაო დღე.

სამუშაო აღწერილობა:

  • პოტენციური მომხმარებლის მოძიება-მოზიდვა;
  • დაინტერესებული მომხმარებლისთვის ავტო სესხის შესახებ სრულყოფილი ინფორმაციის მიწოდება, შეთავაზება;
  • ავტო სესხის დამუშავება, განაცხადის ფორმის შევსება, კომიტეტზე წარდგენა, მომხმარებლისთვის გადაწყვეტილების გაცნობა;
  • სესხის გაცემის პროცესის უზრუნველყოფა;
  • არსებული სასესხო პორტფელის მართვა და ანალიზი;
  • პერიოდული ანგარიშგების და რეპორტის წარმოება ხელმძღვანელობასთან;

ჩვენ ვეძებთ თანამშრომელს:

  • უმაღლესი განათლებით ან/და ბიზნეს/ფინანსების/ეკონომიკის მიმართულებით;
  • ავტო სესხის ან/და გაყიდვების მიმართულებით გამოცდილებით;
  • საოფისე პროგრამების (MS Word, MS Excel) საბაზისო ცოდნით;
  • ეფექტური გაყიდვებისა და დამარწმუნებელი კომუნიკაციის უნარით;
  • დეტალების მიმართ ყურადღებიანს;
  • ორგანიზებულსა და მოწესრიგებულს;
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობით;
  • შედეგზე ორიენტირებულს.

ანაზღაურება: ფიქსირებული (გამოცდილების შესაბამისად) + ყოველთვიური ბონუსი

განაცხადების მიღების ბოლო ვადაა: 2026 წლის 16 ივლისი

მსგავსი ვაკანსიები

შეიძლება დაგაინტერესოთ