ავტო სესხის ოფიცერი — ლიდერ კრედიტი

ლიდერ კრედიტი — ლოგო
ლიდერ კრედიტი

ავტო სესხის ოფიცერი

შეთანხმებით ახალი ადგილზე სრული განაკვეთი

ეძებ განვითარების შესაძლებლობას? შემოუერთდი "ლიდერ კრედიტის" გუნდს!

"მისო ლიდერ კრედიტი" წარმოადგენს ერთ-ერთ ლიდერ კომპანიას საქართველოს ბაზარზე. კომპანია მოიცავს საქართველოს მასშტაბით 43 ფილიალს და 400 -მდე თანამშრომელს.

შპს მისო "ლიდერ კრედიტი" აცხადებს ვაკანსიას ავტო სესხის ოფიცრის პოზიციაზე.

მდებარეობა:

  • თბილისი (ყაზბეგის გამზირი)

სამუშაო გრაფიკი:

  • ორშაბათი - პარასკევი: სრული;
  • შაბათი: მოკლე სამუშაო დღე.

ანაზღაურება: ფიქსირებული (გამოცდილების გათვალისწინებით) + ყოველთვიური ბონუსი

სამუშაო აღწერილობა:

  • პოტენციური მომხმარებლის მოძიება-მოზიდვა;
  • დაინტერესებული მომხმარებლისთვის ავტო სესხის შესახებ სრულყოფილი ინფორმაციის მიწოდება, შეთავაზება.
  • ავტო სესხის დამუშავება, განაცხადის ფორმის შევსება, კომიტეტზე წარდგენა, მომხმარებლისთვის გადაწყვეტილების გაცნობა;
  • სესხის გაცემის პროცესის უზრუნველყოფა;
  • არსებული სასესხო პორტფელის მართვა და ანალიზი;
  • პერიოდული ანგარიშგების და რეპორტის წარმოება ხელმძღვანელობასთან;

ჩვენ ვეძებთ თანამშრომელს:

  • ავტო სესხის ან/და გაყიდვების მიმართულებით გამოცდილებით;
  • უპირატესია საბანკო-საფინანსო სფეროში მუშაობის გამოცდილება;
  • უმაღლესი განათლებით ან/და ბიზნეს/ფინანსების/ეკონომიკის მიმართულებით;
  • საოფისე პროგრამების (MS Word, MS Excel,) საბაზისო ცოდნით;
  • ეფექტური გაყიდვებისა და დამარწმუნებელი კომუნიკაციის უნარით;
  • დეტალების მიმართ ყურადღებიანს;
  • ორგანიზებულსა და მოწესრიგებულს;
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობით;
  • შედეგზე ორიენტირებულს.

განაცხადების მიღების ბოლო ვადაა: 2026 წლის 8 ივნისი.