ავტო სესხების ექსპერტ-შემფასებელი- გორი
"ტერაბანკის" გორის ფილიალში ავტო სესხების ექსპერტ-შემფასებელს ვეძებთ.
ეს ვაკანსია შენთვისაა, თუ:
- გაქვს გაყიდვებისა და მოლაპარაკების უნარი
- ხარ კომუნიკაბელური და შედეგზე ორიენტირებული
ჩვენ გთავაზობთ:
- ჯანმრთელობის დაზღვევას
- ექსკლუზიურ პირობებს "ტერაბანკის" საბანკო პროდუქტებზე
- გარემოს, სადაც ხელს შეგიწყობთ იყო გამბედავი, თამამად გამოხატო იდეები და ინიციატივები
შენი მოვალეობა იქნება:
- ყოველთვიური გეგმების შესრულება
- საკრედიტო პორტფელის შექმნა, მართვა და კონტროლი, ასევე დაფარვების მონიტორინგი
- კლიენტების მოზიდვა, მათი საჭიროებების, კომერციული შესაძლებლობების განსაზღვრა, ანალიზი და მათზე მორგებული ავტო სესხის შეთავაზება
- ავტო სესხის მოთხოვნის მიღება, დამუშავება, ანალიზი, პროექტის მომზადება, შესაბამის კომიტეტზე წარდგენა და დამტკიცების შემთხვევაში სესხის გაცემის უზრუნველყოფა
თუ გაქვს საჭირო ცოდნა და კვალიფიკაცია:
- უმაღლესი განათლება - ბაკალავრის ხარისხი (სასურველია ეკონომიკის/ფინანსების/საბანკო საქმის/ბიზნესის ადმინისტრირების განხრით)
- კომპიუტერული საოფისე პროგრამების საბაზისო დონეზე ცოდნა
- ინგლისური და რუსული ენების საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა
სამუშაო პირობები:
- სამუშაო ადგილმდებარეობა: ქ. გორი, სტალინის ქუჩა N29
- სამუშაო განრიგი: სრული განაკვეთი.
- ანაზღაურება: ხელფასი + გაყიდვების გეგმაზე მიბმული ყოველთვიური ბონუსი
რეზიუმეების მიღების ბოლო ვადა: 31 აგვისტო.
დაკავშირება მოხდება მხოლოდ იმ პირებთან, ვინც გაივლის შერჩევის პირველ ეტაპს და მიენიჭება კანდიდატის სტატუსი.
"ტერაბანკი" კანდიდატთა შერჩევის პროცესს ახორციელებს დისკრიმინაციის ყველა ფორმით აღმოფხვრის შესახებ კანონის მოთხოვნათა და პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების დაცვით და გამორიცხავს პირთა მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით.