ავეჯის კონსტრუქტორი
ავეჯის და კარის მწარმოებელი კომპანია "გრანდი" 2015 წელს დაარსდა. კომპანიის საქმიანობის ძირითადი სფერო სხვადასხვა პროფილის ავეჯისა და MDF-ის კარების წარმოება-რეალიზაციაა. რომელიც უკვე კარგად არის ცნობილი საქართველოს ბაზარზე და დაიმსახურა მომხმარებლის მაღალი შეფასება გონივრული ფასისა და მაღალი ხარისხის გამო.
"გრანდი"-ს საწარმო თანამედროვე დაზგა-დანადგარებითა და ტექნოლოგიური ხაზით არის აღჭურვილი. ავეჯის და MDF-ის კარის დამზადებაში გამოყენებულია უახლესი ტექნოლოგიები, ევროპული ხარისხის მასალები, ლაქ-საღებავები და აქსესუარები.
შპს "გრანდი" აცხადებს მიღებას ავეჯის კონსტრუქტორის პოზიციაზე, მაღალი ანაზღაურებით.
ძირითადი მოთხოვნები:
- მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება (შესაბამისი პროგრამების ცოდნა);
- შედეგზე და ხარისხზე ორიენტირება;
- დისციპლინა.
კომპანია გთავაზობთ:
- ჯანმრთელობის დაზღვევა;
- დამატებითი თავისუფალი დღე (ე.წ day off).