ავეჯის ხელოსანი
კომპანია ,,მოდუსი” ქართულ ბაზარზე 90-იანი წლებიდან გამოჩნდა და დღეს უკვე წარმატებული მოღვაწეობის 20 წელზე მეტს ითვლის. ,,მოდუსი” სამშენებლო-სარემონტო მასალების საბითუმო და საცალო ვაჭრობაში ლიდერი კომპანია გახლავთ ქართულ ბაზარზე. თანამედროვე სტანდარტის შოურუმებში, გარდა ადგილობრივი წარმოების პროდუქციისა, განთავსებულია ევროპის სხვადასხვა ქვეყნიდან იმპორტირებული პროდუქცია. მოდუსის ქსელში წარმოდგენილია ყველა სახის სარემონტო-სამშენებლო მასალები, ასევე მულტიბრენდული ავეჯის შოურუმები, საყოფაცხოვრებო და დეკორატიული ნივთები, სველი წერტილების ინვენტარი და აქსესუარები, განათება, ელექტროობა და მრავალი პროდუქტი სხვადასხვა კატეგორიიდან.
ჰიპერმარკეტების ქსელი „მოდუსი“ აცხადებს ვაკანსიას ავეჯის ხელოსანის პოზიციაზე, მისამართი ქ. თბილისი, კახეთის გზატკეცილი N65
ფუნქცია-მოვალეობები:
- ჰიპერმარკეტში არსებული ავეჯის, კარ-ლამინატის მონტაჟი/დემონტაჟი და სარეალიზაციოდ გამზადება
- ჰიპერმარკეტში არსებული პროდუქციის დეფექტების გამოვლენა და ხელმძღვანელობის დროული ინფორმირება
- საჭიროების შემთხვევაში ჰიპერმარკეტში არსებული დაზიანებული ინფრასტრუქტურის შეკეთება
მოთხოვნები:
- სასურველია მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
- პრობლემის დროული აღმოფხვრის უნარი
- დროის ეფექტურად მართვის უნარი.
სამუშაო პირობები:
- ანაზღაურება : 1500 ლარიდან
- 5 დღიანი სამუშაო კვირა, 2 დღე დასვენება (სამუშაო საათები: 09:30 – 18:30)
ჩვენ გთავაზობთ:
- კონკურენტულ სახელფასო და საბონუსე სისტემას;
- ტრენინგებს და პროფესიული ზრდის შესაძლებლობას;
- ჯანმრთელობის დაზღვევას;
- უფასო კვებას;
- Fit-pass-ს;
- ტრანსპორტირებას;
- ფასდაკლება კომპანიის პროდუქციაზე.
უპირატესობები:
- უფასო კვება
- ფასდაკლებები ჩვენს ან პარტნიორ კომპანიებში
- ფიტნესი და გამაჯანსაღებელი პროგრამები
- ტრენინგები და პროფესიული ზრდის შესაძლებლობა
- ტრანსპორტირების უზრუნველყოფა
- ჯანმრთელობის დაზღვევა