ავეჯის დიზაინერი — DRstudio

DRstudio

ავეჯის დიზაინერი

შეთანხმებით ახალი ადგილზე სრული განაკვეთი

თუ გაქვს შეკვეთით დამზადებული კორპუსული ავეჯის დიზაინის შექმნის გამოცდილება, ფლობთ 3D ვიზუალიზაციის პროგრამებს და გსურთ იმუშაოთ პროფესიონალურ გუნდში, შემოუერთდით DRstudio-ს.

DRstudio აცხადებს ვაკანსიას ავეჯის დიზაინერის პოზიციაზე.

ძირითადი მოვალეობები:

  • მომხმარებელთან შეხვედრა და მისი საჭიროებების დეტალური შესწავლა.
  • კონსტრუქტორის მიერ შესრულებული აზომვითი სამუშაოების საფუძველზე ინდივიდუალური ავეჯის დიზაინის შექმნა.
  • 3D ვიზუალიზაციებისა (რენდერების) და პრეზენტაციების მომზადება.
  • მასალების, ფერებისა და ფურნიტურის შერჩევა.
  • პროექტის წარდგენა მომხმარებლისთვის და შეთანხმება.
  • მომხმარებლის მოთხოვნის შესაბამისად პროექტში ცვლილებების განხორციელება.
  • კონსტრუქტორთან მჭიდრო თანამშრომლობა პროექტის ტექნიკური შემოწმებისა და საბოლოო დამუშავების პროცესში.

მოთხოვნები:

  • ავეჯის დიზაინერად მუშაობის გამოცდილება.
  • 3D max-ის სრულყოფილი ცოდნა.
  • Corona Renderer-ის ან V-Ray-ის ცოდნა.
  • თანამედროვე ავეჯის დიზაინისა და ინტერიერის პრინციპების ცოდნა.
  • ავეჯის მასალების და ფურნიტურის კარგი ცოდნა.
  • მომხმარებელთან კომუნიკაციისა და პრეზენტაციის უნარი.
  • პასუხისმგებლობა, კრეატიულობა და დეტალებზე ორიენტირებულობა.
  • გუნდური მუშაობისა და ეფექტური კომუნიკაციის უნარი.

ანაზღაურება: ანაზღაურება ხდება შესრულებული სამუშაოს მიხედვით (კვადრატულობით)

ჩვენ გთავაზობთ:

  • სტაბილურ და გრძელვადიან თანამშრომლობას.
  • თანამედროვე და კომფორტულ სამუშაო გარემოს.
  • საინტერესო და მრავალფეროვან პროექტებზე მუშაობას.
  • პროფესიული და კარიერული განვითარების შესაძლებლობას.
  • სამუშაო ადგილი: თბილისი
  • სამუშაო გრაფიკი: აუთსორსი