აუთსორს ბუღალტერიის პროექტ მენეჯერი — Cora Consulting

Cora Consulting

აუთსორს ბუღალტერიის პროექტ მენეჯერი

შეთანხმებით ახალი ადგილზე სრული განაკვეთი

Cora Consulting აცხადებს ვაკანსიას აუთსორს ბუღალტერიის პროექტ მენეჯერის პოზიციაზე.

აუთსორს ბუღალტერიის პროექტ მენეჯერი მართავს ბუღალტრული მომსახურების პორტფელს, ანაწილებს რესურსებს, აკონტროლებს სამუშაო პროცესებს, უზრუნველყოფს კლიენტებთან ეფექტურ კომუნიკაციას და ზედამხედველობს მთავარი ბუღალტრების მიერ შესრულებული სამუშაოს ხარისხს.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

  • ბუღალტრული აუთსორსინგის პროექტების დაგეგმვა, ორგანიზება და მართვა;
  • მთავარი ბუღალტრების გუნდის კოორდინაცია და საქმიანობის ზედამხედველობა;
  • კლიენტთა პორტფელის მართვა და მათთან ეფექტური კომუნიკაციის უზრუნველყოფა;
  • ბუღალტრული აღრიცხვის, საგადასახადო და ფინანსური პროცესების მონიტორინგი;
  • ბუღალტრული და საგადასახადო ანგარიშგებების დროული და ხარისხიანი მომზადების კონტროლი;
  • სამუშაო დატვირთვის განაწილება და რესურსების ეფექტიანი მართვა;
  • მომსახურების ხარისხის სტანდარტების დანერგვა და დაცვა;
  • პრობლემური საკითხების იდენტიფიცირება და მათი გადაჭრის პროცესის მართვა;
  • ბუღალტრული პროცესების ოპტიმიზაციისა და ეფექტიანობის ზრდის ინიციირება;
  • ახალი კლიენტების პროექტების დანერგვის (Onboarding) პროცესის მართვა;
  • კომპანიის მენეჯმენტისთვის პერიოდული ანგარიშგებებისა და ანალიტიკური ინფორმაციის მომზადება;
  • გუნდის პროფესიული განვითარების მხარდაჭერა და ცოდნის გაზიარების ხელშეწყობა.

მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება ფინანსების, ბუღალტერიის, ეკონომიკის ან ბიზნესის ადმინისტრირების მიმართულებით;
  • ბუღალტერიის სფეროში მინიმუმ 5 წლიანი, მათ შორის მენეჯერულ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
  • საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობისა და ფინანსური აღრიცხვის სტანდარტების სიღრმისეული ცოდნა;
  • ბუღალტრული მომსახურების პორტფელისა და სამუშაო პროცესების მართვის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
  • გუნდის მართვის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
  • კლიენტებთან ეფექტური კომუნიკაციისა და ურთიერთობების მართვის უნარი;
  • ბუღალტრული პროგრამებისა და Microsoft Excel-ის მაღალ დონეზე ცოდნა;
  • ანალიტიკური აზროვნება, ორგანიზებულობა;
  • ACCA, CPA, CAP/CIPA ან სხვა შესაბამისი პროფესიული სერტიფიკატი ჩაითვლება უპირატესობად.