AutoCAD, CATIA ან/და Revit სპეციალისტი — ფაბრიკონი

ფაბრიკონი — ლოგო
ფაბრიკონი

AutoCAD, CATIA ან/და Revit სპეციალისტი

შეთანხმებით ახალი ადგილზე სრული განაკვეთი

მოწინავე ქართული კომპანია "ფაბრიკონი" მეტალის ფაბრიკაციის სფეროში უკვე 5 წელიწადია წარმატებით მოღვაწეობს ქართულ და საექსპორტო ბაზრებზე.

კომპანია ორიენტირებულია საწარმოს და პროდუქციის მუდმივ განვითარებაზე. საწარმო აღჭურვილია მეტალის დამუშავების თანამედროვე ტექნოლოგიებით და დაკომპლექტებულია მაღალკვალიფიციური მენეჯერების და სპეციალისტების გუნდით, რომლებიც წარმატებით ართმევენ თავს კომპანიის წინაშე დასმულ ამოცანებს.

"ფაბრიკონი" პიონერია კონვეიერული სტილით მეტალის კარების წარმოებაში. სხვადასხვა ინდუსტრიული მიმართულებებისთვის პარტნიორებთან მჭიდრო კოოპერაციით, რიგი ახალი პროდუქტები შეიქმნა ჩვენს საწარმოო ბაზაზე.

"ფაბრიკონის" გუნდი და საწარმოო შესაძლებლობები იძლევა საშუალებას დავხვეწოთ და შევქმნათ ახალი ლითონის ფაბრიკაციის პროდუქტები, რომლებიც სხვადასხვა ინდუსტრიების მიმართულებით ახალ შესაძლებლობებს და არსებული სამუშაო პროცესების გაუმჯობესებას შეუწყობს ხელს.

"ფაბრიკონში" ვეძებთ გუნდის ახალ წევრს AutoCAD, CATIA ან/და Revit სპეციალისტის პოზიციაზე.

დამატებითი დეტალები:

  • სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი, 09:00-დან 18:00-მდე;
  • ბენეფიტები: დაზღვევა, კვება, ფიტპასი;
  • ანაზღაურება: შეთანხმებით, გამოცდილებიდან გამომდინარე.

ძირითადი მოვალეობები:

  • წარმოებისთვის განკუთვნილი ნაკეთობების ელ. ნახაზების შექმნა;
  • წარმოებისთვის განკუთვნილი ნაკეთობების 3D ესკიზების შექმნა;
  • ახალი პროდუქტების დიზაინის და კონცეფციის შემუშავების პროცესში აქტიური მონაწილეობა;
  • ინდივიდუალური ნაკეთობების კონსტრუქციული ნახაზების შემუშავება და საწარმოო ბარათების შედგენა;
  • მიღებული სტანდარტული შეკვეთების დამუშავება და სხვადასხვა საწარმოო უბნებზე დავალებების მომზადება;
  • შემუშავებული ნახაზების და ესკიზების ვიზუალიზაცია;
  • მიღებული/დამუშავებული შეკვეთების კალკულაციების შედგენა;
  • CNC დანადგარებისთვის სამუშაო ფაილების მომზადება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • აუცილებელია ბაკალავრის ხარისხი ინჟინერიაში ან მომიჯნავე სფეროში;
  • აუცილებელია ArchiCAD, AutoCAD, Photoshop, Qcad, Revit ან CATIA -ს სრულყოფილად ცოდნა;
  • მექანიკური სისტემების ნახაზების/ესკიზების შექმნის გამოცდილება;
  • საწარმოო ინვენტარის/აღჭურვილობის ცნობა ჩაითვლება უპირატესობად.

აუცილებელი უნარ-ჩვევები:

  • შრომისმოყვარეობა;
  • პუნქტუალურობა;
  • დისციპლინირებულობა;
  • სისხარტე;
  • სამუშაოს დაგეგმვის და ბოლომდე მიყვანის უნარი.