აუდიტორი — ბანკი ქართუ

ბანკი ქართუ — ლოგო
ბანკი ქართუ

აუდიტორი

შეთანხმებით ახალი თბილისი · ადგილზე სრული განაკვეთი

სს „ბანკი ქართუ“ აცხადებს ვაკანსიას ოპერაციების აუდიტის განყოფილების აუდიტორის თანამდებობაზე.

დეპარტამენტი: შიდა აუდიტის დეპარტამენტი

ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი, სათავო ოფისი

ფუნქციები და მოვალეობები:

  • ბანკის ოპერაციული პროცესების, სისტემებისა და საქმიანობის მიმართულებით რისკზე დაფუძნებული აუდიტის მოკლევადიანი და გრძელვადიანი სამუშაო გეგმების შემუშავებაში მონაწილეობა;
  • დამტკიცებული აუდიტის გეგმისა და მეთოდოლოგიის შესაბამისად აუდიტების განხორციელება; ასევე, საჭიროების შემთხვევაში თემატურ შემოწმებებში და აუდიტის სხვა პროექტებში მონაწილეობა;
  • ბანკის შიდა კონტროლის სისტემის ეფექტიანობის, სანდოობისა და ადეკვატურობის შეფასება, მათ შორის საოპერაციო, საკრედიტო და საერთაშორისო საგადახდო სისტემების მიმართულებით;
  • ოპერაციული, საკრედიტო, თაღლითობის და შესაბამისობის რისკების იდენტიფიცირება, ანალიზი, შეფასება და მართვის პროცესების ეფექტიანობის შემოწმება;
  • შიდა პოლიტიკებისა და პროცედურების შესაბამისობის შეფასება მოქმედ კანონმდებლობასთან, საქართველოს ეროვნული ბანკის რეგულაციებთან და საუკეთესო პრაქტიკებთან;
  • აუდიტის პროცესში გამოვლენილი ხარვეზების, კონტროლის სისუსტეებისა და დარღვევების დოკუმენტირება და ძირეული მიზეზების ანალიზი;
  • აუდიტის ანგარიშების მომზადება, დასკვნებისა და რეკომენდაციების ჩამოყალიბება და წარდგენა;
  • გაცემული რეკომენდაციების შესრულების მონიტორინგი და შემდგომი შემოწმებების (Follow-up) განხორციელება;
  • შიდა აუდიტის საერთაშორისო პროფესიული სტანდარტებისა (IIA Standards) და ეთიკის კოდექსის მოთხოვნების დაცვა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

სავალდებულო:

  • მინიმუმ 3 წლიანი სამუშაო გამოცდილება შიდა აუდიტის, რისკების მართვის, შიდა კონტროლის, ფინანსური ან საბანკო ოპერაციების, მათ შორის საკრედიტო და/ან პლასტიკური ბარათების მიმართულებით;
  • უმაღლესი განათლება ფინანსების, ეკონომიკის, ბიზნესის ადმინისტრირების, აუდიტის ან სხვა შესაბამის სფეროში;
  • საქართველოს ეროვნული ბანკის რეგულაციების და საბანკო კანონმდებლობის ცოდნა;
  • საბანკო პროდუქტების, პროცესებისა და ინფორმაციული სისტემების ცოდნა;
  • ქართული და ინგლისური ენების სრულყოფილი ცოდნა;
  • ძლიერი ანალიტიკური უნარები და დამოუკიდებლად მუშაობის შესაძლებლობა.

სასურველი:

  • პროფესიული სერტიფიკატების ფლობა (ACCA, CFA, CIA, CISA ან სხვა);
  • საბანკო საქმიანობის მარეგულირებელი ჩარჩოსა და საერთაშორისო აუდიტის სტანდარტების ცოდნა;
  • მონაცემთა ანალიზისა და აუდიტორული პროგრამული ინსტრუმენტების გამოყენების გამოცდილება.

უნარები და თვისებები:

  • სტრატეგიული და ანალიტიკური აზროვნება;
  • მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
  • დეტალებზე ორიენტირებულობა;
  • გუნდური და დამოუკიდებლად მუშაობის უნარი;
  • კონფიდენციალურობის დაცვის მაღალი სტანდარტი;
  • ორგანიზებულობა და დროის ეფექტიანი მართვა;
  • ობიექტურობა და პროფესიული ეთიკის დაცვა;
  • კომუნიკაციისა და დიპლომატიური ურთიერთობის უნარი;
  • პროფესიული განვითარებისკენ მუდმივი სწრაფვა.