აუდიო მაღაზიის გაყიდვების კონსულტანტი — ჰერცი და ლუმენი

ჰერცი და ლუმენი — ლოგო
ჰერცი და ლუმენი

აუდიო მაღაზიის გაყიდვების კონსულტანტი

₾1300 იწურება თბილისი · ადგილზე სრული განაკვეთი

მაღაზია "ჰერცი და ლუმენი" აცხადებს ვაკანსიას აუდიო მაღაზიის გაყიდვების კონსულტანტის თანამდებობაზე.

ძირითადი მოვალეობები:

  • მაღაზიის მომხმარებლის მომსახურება, პროდუქციის შეთავაზება, კვალიფიციური დახმარება პროდუქციის შერჩევასა და გადაწყვეტილების მიღებაში;
  • მაღაზიაში წარმოდგენილი პროდუქციის სრულყოფილი ცოდნა;
  • შემოსულ ზარებსა და ტექსტურ შეტყობინებებზე პასუხის გაცემა;
  • დოკუმენტების წარმოება: ინვოისი, შეთავაზება;
  • მიღებული საქონლის დასაწყობება, ინვენტარიზაცია.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • პროფესიონალური აუდიო/განათების და სახლის აუდიო აპარატურის სფეროში ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად;
  • სასურველია ანალოგიური საქმიანობის გამოცდილება გაყიდვების სფეროში;
  • საოფისე პროგრამების ცოდნა - Word, Excel, outlook;
  • ინგლისური ენის ცოდნა - სასაუბრო და საქმიანი მიმოწერა;
  • პროგრამა FINA-ში მუშაობა ჩაითვლება უპირატესობად.

ანაზღაურება: 1300 ლარიდან გამოცდილების მიხედვით.

ბენეფიტები: ჯანმრთელობის დაზღვევა, საპენსიო ფონდი.

სამუშაო საათები: ორშაბათი-პარასკევი 11:00 საათიდან 19:00 საათამდე;
შაბათი 11:00 საათიდან 17:00 საათამდე. (მორიგეობით)

მისამართი: დიღომი, აკ. ბელიაშვილის 135.

დაინტერესებულ აპლიკანტებს გთხოვთ, გამოგზავნოთ თქვენი რეზიუმე ქართულ ენაზე, ფოტოსურათით, ელექტრონულ ფოსტაზე: jobs@smarthouse.ge

დამატებითი ინფორმაციისათვის კომპანიის შესახებ, გთხოვთ, ეწვიოთ კომპანიის ფეისბუქ გვერდს: https://www.facebook.com/HertzLumen/

მსგავსი ვაკანსიები

შეიძლება დაგაინტერესოთ