აწყობა/დამუშავების მოხელე
მოწინავე ქართული კომპანია "ფაბრიკონი" მეტალის ფაბრიკაციის სფეროში უკვე 5 წელიწადია წარმატებით მოღვაწეობს ქართულ და საექსპორტო ბაზრებზე.
კომპანია ორიენტირებულია საწარმოსა და პროდუქციის მუდმივ განვითარებაზე. საწარმო აღჭურვილია მეტალის დამუშავების თანამედროვე ტექნოლოგიებით, რომლებიც არის:
- მეტალის ფურცლოვანის საჭრელი ლაზერი
- მეტალის მილებისა და მილ-კვადრატების საჭრელი
- პროგრამული საღუნი დანადგარი და ა.შ.
დაკომპლექტებულია მაღალკვალიფიციური მენეჯერებისა და სპეციალისტების გუნდით, რომლებიც წარმატებით ართმევენ თავს კომპანიის წინაშე დასმულ ამოცანებს.
"ფაბრიკონი" პიონერია კონვეირული სტილით მეტალის კარების წარმოებაში. ასევე, ამ წლების განმავლობაში მის საწარმოო ბაზაზე შეიქმნა არაერთი ახალი პროდუქტი სხვადასხვა ინდუსტრიული მიმართულებისთვის, ჩვენს პარტნიორებთან მჭიდრო კოოპერაციით.
"ფაბრიკონის" გუნდი და საწარმოო შესაძლებლობები იძლევა საშუალებას, დავხვეწოთ და შევქმნათ ლითონის ფაბრიკაციის ახალი პროდუქტები, რომლებიც სხვადასხვა ინდუსტრიისთვის ახალ შესაძლებლობებს ქმნის და არსებული სამუშაო პროცესების ეფექტურობას ზრდის.
"ფაბრიკონი" თავის გუნდში ეძებს კანდიდატს აწყობა/დამუშავების მოხელის პოზიციაზე.
მოვალეობები:- რკინის პროდუქციის დამუშავება შესაბამისი მექანიკური და ელექტრო ხელსაწყოების მეშვეობით
- მზა და ნახევრად მზა პროდუქციის შეფუთვა-დასაწყობება
- სატვირთო ავტომობილის დატვირთვა და ჩამოტვირთვა
სასურველია ხელსაწყოების ფლობის გამოცდილება:
- კუთხლივ სახეხი (ბალგარკა)
- ბურღი (დრელი)
- სხვადასხვა წვრილი ინვენტარი
პერსპექტივა:
- დანადგარებისა და შედუღების შესწავლა
- რკინის დამუშავების სპეციფიკისა და ხერხების შესწავლა
- სამღებრო საქმის შესწავლა
- მონტაჟის მიმართულებით გამოცდილების შეძენა-განვითარება
პიროვნული თვისებები:
- გუნდურობა
- შრომისმოყვარეობა
- პატიოსნება
- დისციპლინირებულობა
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
სამუშაო გრაფიკი:
- ორშაბათი-შაბათი: 09:00-18:00
- შესვენება: 1 საათი (14:00-15:00)
- კვებას უზრუნველყოფს კომპანია
- დღესასწაულებზე დასვენება