ატელიეს საოპერაციო კოორდინატორი
პოზიცია მოიცავს ატელიეს ყოველდღიური საქმიანობის ორგანიზებას, წარმოების პროცესების კოორდინაციას, მარაგების აღრიცხვასა და ადმინისტრაციულ მხარდაჭერას.
ძირითადი მოვალეობები:
** ატელიეს ყოველდღიური საქმიანობის ორგანიზება და საწარმოო გუნდთან კომუნიკაცია სამუშაო პროცესების გამართულად წარმართვისთვის;
** წარმოების პროცესის მონიტორინგი, ვადების კონტროლი და შეკვეთების დროულად მომზადების კოორდინაცია;
** მარაგების და პროდუქციის აღრიცხვა;
** ონლაინ შეკვეთების დამუშავება, შეფუთვა და გასაგზავნად მომზადება;
** გადაზიდვის დოკუმენტაციის მომზადება და საკურიერო მომსახურების ორგანიზება;
** ლოგისტიკურ კომპანიებთან კომუნიკაცია და გზავნილების თრექინგი;
** სტილისტებისთვის, ფოტოსესიებისა და PR აქტივობებისთვის პროდუქციის მომზადებისა და გაგზავნის კოორდინაცია, მათ შორის დაბრუნებული ნივთების მიღება და მდგომარეობის შემოწმება;
** ყოველდღიური ადმინისტრაციული და საორგანიზაციო საქმიანობის მხარდაჭერა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** სასურველია 1-2-წლიანი სამუშაო გამოცდილება საოპერაციო საქმიანობის, ადმინისტრირების, ლოგისტიკის, ვაჭრობის ან მსგავს სფეროში;
** კარგი ორგანიზაციული და დროის მართვის უნარები;
** დეტალებზე ორიენტირებულობა და პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** დამოუკიდებლად მუშაობისა და სამუშაო პროცესების ეფექტურად ორგანიზების უნარი;
** ინგლისური ენის კარგი ცოდნა;
** საოფისე პროგრამების, განსაკუთრებით Excel-ისა და Google Sheets-ის, კარგი ცოდნა.
ადგილმდებარეობა: სოლოლაკი
სამუშაო განაკვეთი: ორშაბათი-პარასკევი, 9:00-18:00
ანაზღაურება: 1500-2000 ლარი, კვალიფიკაციის მიხედვით.
დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ CV ელფოსტაზე და სათაურში მიუთითოთ: Atelier Operations Coordinator.