ასოცირებული პარტნიორი/სამართლებრივი პრაქტიკის ხელმძღვანელი- ბათუმი — ქომერშალ ლოუ სერვისის

ქომერშალ ლოუ სერვისის

ასოცირებული პარტნიორი/სამართლებრივი პრაქტიკის ხელმძღვანელი- ბათუმი

შეთანხმებით ახალი ადგილზე სრული განაკვეთი

იურიდიული კომპანია "Commercial Law Services (CLS)" ახორციელებს იურიდიულ მომსახურებას 2002 წლიდან. სპეციალიზებული - კომერციული სამართლის მიმართულებით.

კომპანია აცხადებს ვაკანსიას შემდეგ პოზიციაზე: ასოცირებული პარტნიორი / სამართლებრივი პრაქტიკის ხელმძღვანელი

მისამართი: ბათუმი, სტეფანე ზუბალაშვილის N37, სადარბაზო 6, ოფისი 25ბ

შესასრულებელი ფუნქციები:

  • კლიენტებთან სრული კომუნიკაცია, შემოსულ საქმეებზე მომსახურების პირობების (მათ შორის ჰონორარის) შეთანხმება, ხელშეკრულებების გაფორმება, მათთან ანგარიშსწორების კონტროლი;
  • იურიდიული პრაქტიკის მართვა, შემოსული საქმეების გაცნობა, პირველადი შეფასება, დავალებების განაწილება ოფისის იურისტებზე/ადვოკატებზე.
  • ოფისის იურისტების/ადვოკატების საქმიანობის კოორდინაცია, გაცემული დავალებების შესრულების კონტროლი;
  • ადვოკატების/იურისტების თვიური დატვირთვების დამოწმება;
  • შემოსული განცხადებების/წინადადებების განხილვა და შეფასება;
  • პრაქტიკის განვითარება, ახალი სერვისების დანერგვა;
  • ახალი კლიენტების მოზიდვა;
  • რისკების შეფასება და ხარისხის კონტროლი.

მოთხოვნები კანდიდატისადმი:

  • საადვოკატო საქმიანობის მინიმუმ 5 წლიანი გამოცდილება (სამოქალაქო სამართლის და/ან საერთო სპეციალიზაციით);
  • იურიდიულ სფეროში საქმიანობის პრაქტიკული უნარ-ჩვევები;
  • საქმიანი და იურიდიული დოკუმენტაციის შედგენა;
  • ლიდერობა, პასუხისმგებლობა, გუნდური მუშაობა, გადაწყვეტილების მიღების უნარი;
  • კორექტულობა, კეთილგანწყობა და პროფესიული ეთიკა;
  • უცხო ენაზე თავისუფლად კომუნიკაცია (უპირატესობა ენიჭება რუსულ და ინგლისურ ენებს).

სამუშაო პირობები:

  • საერთაშორისო სტანდარტებით მოწყობილი და აღჭურვილი საკუთარი ოფისი, ქ. ბათუმში, საქალაქო სასამართლოს მიმდებარედ;
  • ინტელექტუალური მუშაობისათვის მყუდრო, კომფორტული და მეგობრული გარემო;
  • სამუშაო რეჟიმი: კვირაში არანაკლებ 48 სთ-ი, საკუთარი დაგეგმვით.

ბენეფიტები:

  • პროფესიული ზრდის და განვითარების პერსპექტივა;
  • ახალი კონტაქტები;
  • კომპანიის/მისი გუნდის პროფესიული რეპუტაცია.

ანაზღაურება:

  • პირადად წარმოებულ საქმეებზე -კლიენტთან შეთანხმებული მომსახურების ღირებულების - 80% ბრუტო ჰონორარი (საშემოსავლო და საპენსიო გადასახადის ჩათვლით);
  • იურიდიული პრაქტიკის ხელმძღვანელობა (ოფისის ადვოკატების /იურისტების წარმოებაში არსებული საქმეებიდან) - შეთანხმებული პროცენტი მომსახურების ღირებულებიდან, დავალების შესრულებაში ჩართულობის გათვალისწინებით;
  • სხვა დატვირთვებიდან - ინდივიდუალურად, დავალების სირთულის, შესრულებაზე დახარჯული დროის და სხვა კრიტერიუმების გათვალისწინებით.

შენიშვნა:

  • კონკრეტული კლიენტის დავალების (მომსახურების) ღირებულებას განსაზღვრავს ასოცირებული პარტნიორი / სამართლებრივი პრაქტიკის ხელმძღვანელი;
  • ჰონორარი გაიცემა, მხოლოდ კლიენტის მიერ ფაქტობრივად ანაზღაურებულ მომსახურებაზე.

წინადადებების მიღების ვადა - 30 ივნისამდე.

მსგავსი ვაკანსიები

შეიძლება დაგაინტერესოთ