არქიტექტურისა და საინჟინრო მიმართულების სპეციალისტი — ინოსისტემსი

ინოსისტემსი

არქიტექტურისა და საინჟინრო მიმართულების სპეციალისტი

შეთანხმებით ახალი ადგილზე სრული განაკვეთი
სს "ინოსისტემსი საპროექტო საკონსტრუქტორო ტექნოლოგიური ინსტიტუტი" (საქმიანობა: სამრეწველო და სამოქალაქო ობიექტების კომპლექსური პროექტირება, მშენებლობა, გამართვა-გაშვება, არსებული ობიექტების მოდერნიზაცია) აცხადებს ვაკანსიას არქიტექტურისა და საინჟინრო მიმართულების სპეციალისტის (ელექტრომომარაგება, სუსტი დენები, წყალმომარაგება, კანალიზაცია, გათბობა, გაგრილება, ვენტილაცია) პოზიციაზე.

ხელფასი: შეთანხმებით. შესრულებული სამუშაოს ხარისხის მიხედვით ხელფასის ზრდის პერსპექტივით.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** ბაკალავრის განათლება (არქიტექტორის ან საინჟინრო (ნებისმიერი მიმართულება) ქსელების სპეციალისტის კვალიფიკაციით);
** სასურველია არქიტექტურულ და საინჟინრო პროექტებზე მუშაობის გამოცდილება;
** სავალდებულოა კომპიუტერული პროგრამების ცოდნა: Archicad, Autocad;
** სასურველია კომპიუტერული პროგრამების ცოდნა: Revit, Lumion, Photoshop, Illustrator, SketchUp;
** სასურველია უცხო ენების (ინგლისური, ან რუსული) ფლობა.
** ჩვენი კომპანიის მიერ ხორციელდება დამწყები არქიტექტორების და საინჟინრო პროექტირების სპეციალისტების დასაქმების ხელშეწყობა.

ძირითადი მოვალეობები:

** სამშენებლო პროექტების ნახაზების შექმნა.
** შესაბამისი სახელმწიფო ორგანოებიდან ნებართვების მოპოვების მიზნით, დოკუმენტების/ნახაზების მომზადება.

აუცილებელი პიროვნული თვისებები და უნარები:

** ეფექტური დროის მენეჯმენტი, მოწესრიგებულობა და ორგანიზების კარგი უნარი;
** პასუხისმგებლობა დაკისრებული ვალდებულებების მიმართ;
** განვითარებაზე და შედეგებზე ორიენტირებული, პროგრესულად მოაზროვნე;
** დამოუკიდებლად მუშაობის და გადაწყვეტილების მიღების უნარი;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** ძლიერი პირადი მოტივაცია და წარმატების სურვილი.

თუ მიგაჩნიათ, რომ აკმაყოფილებთ მოთხოვნილ კრიტერიუმებს, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი CV, პორტფოლიო შემდეგ ელექტრონულ ფოსტაზე: და აუცილებლად მიუთითეთ სათაურის ველში ვაკანსიის დასახელება. გთხოვთ, იხილოთ ჩვენი საიტი (http://www.innosystems.ge), რომ წარმოდგენა შეგექმნათ ჩვენი კომპანიის საქმიანობაზე.

ტელეფონის ნომერი: 558 60 50 15; (032) 2 371 007

მსგავსი ვაკანსიები

შეიძლება დაგაინტერესოთ