არქიტექტორი/მხაზველი
"ლურსმენი" არის არქიტექტორული კომპანია, რომელიც მუშაობს არქიტექტურისა და დიზაინის მიმართულებით: როგორც ექსტერიერის, ისე-ინტერიერის განხრით.
კომპანია თანამშრომლობს დამკვეთებთან როგორც ქართულ, ისე- უცხოურ ბაზარზე.
შემოუერთდი ჩვენს გუნდს - არქიტექტორის (მხაზველის) პოზიციაზე!
მოვალეობები:
- არქიტექტურული პროექტების შედგენა;
- პროექტის შესაბამისად შიდა და გარე დიზაინის მომზადება; მუშა ნახაზების შედგენა;
- საპროექტო დოკუმენტაციის დეტალური შესწავლა, ანალიზი და შეფასება პროექტის მსვლელობის ნებისმიერ ეტაპზე;
- საესკიზო პროექტებისა და არქიტექტურული კონცეფციების შესრულება;
- პროექტის ვადების დაცვა;
- ხელმძღვანელისთვის ანგარიშის წარდგენა მიმდინარე, სამომავლო და დასრულებულ პროექტებზე;
- კომპეტენციის ფარგლებში და კვალიფიკაციის შესაბამისად სხვა მიმდინარე დავალებების შესრულება.
პროფესიული უნარები:
- AutoCAD-ის სრულყოფილად ფლობა, ასევე სტანდარტული საოფისე პროგრამული პაკეტის ცოდნა;
- სასურველია საპროექტო დოკუმენტაციის შემუშავებისა და შესრულების სტანდარტების ცოდნა;
Რას ვითხოვთ შენგან?
- განათლება არქიტექტურის მიმართულებით ან მომიჯნავე დარგებში;
- ინგლისური ენის ცოდნას;
- სამუშაო გამოცდილება 1 წლიდან.
შენთვის საინტერესო დეტალები:
- სამუშაო საათები 10:00 - 19:00; 5 სამუშაო დღე (ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით);
- აანაზღაურებადი შვებულება -24 სამუშაო დღე
- აანაზღაურება 800-1000 ლარი (გამოსაცდელ პერიოდში)
Რას გთავაზობთ ჩვენ?
- მეგობრულ და სასიამოვნო გარემოს;
- განვითარების პერსპექტივას;
- საინტერესო და კრეატიულ პროექტებზე მუშაობის შესაძლებლობას;
განვიხილავთ კანდიდატებს მხოლოდ რეზიუმეთი და პორტფოლიოთი.