არქიტექტორი/ინტერიერის დიზაინერი, 3D ვიზუალისტი — Archtour Architecture

Archtour Architecture

არქიტექტორი/ინტერიერის დიზაინერი, 3D ვიზუალისტი

შეთანხმებით ახალი ადგილზე სრული განაკვეთი

არქიტექტორი / ინტერიერის დიზაინერი (Wellness/Spa მიმართულება ჩაითვლება უპირატესობად)

ვეძებთ მოტივირებულ და კრეატიულ არქიტექტორს/ინტერიერის დიზაინერს, რომელიც შეუერთდება ჩვენს გუნდს. ჩვენ ვმუშაობთ სასტუმროების, კურორტების, ველნესის, საცხოვრებელი და მრავალფუნქციური პროექტების მიმართულებით საქართველოში და საერთაშორისო ბაზრებზე.

ვეძებთ ადამიანს, რომელსაც მხოლოდ ნახაზების შესრულება კი არა, არქიტექტურულად აზროვნება, პრობლემების გადაჭრა და პროექტზე პასუხისმგებლობის აღება შეუძლია.

ძირითადი მოვალეობები:

  • არქიტექტურული და ინტერიერის დიზაინის პროექტების განვითარება კონცეფციიდან სამუშაო დოკუმენტაციამდე
  • პროექტების დამუშავება Revit-ში
  • გეგმების, ჭრილების, ფასადებისა და დეტალების მომზადება
  • არქიტექტურული კონცეფციებისა და დიზაინ-გადაწყვეტილებების განვითარება
  • არქიტექტურის კოორდინაცია კონსტრუქციებთან, MEP-თან, ინტერიერთან, ლანდშაფტთან და სხვა კონსულტანტებთან
  • BIM პროცესებში მონაწილეობა
  • სამუშაო ნახაზებისა და დოკუმენტაციის მომზადება
  • ტექნიკური და დიზაინთან დაკავშირებული პრობლემების იდენტიფიცირება და გადაწყვეტა
  • პროექტის სხვადასხვა ეტაპზე გუნდის მხარდაჭერა
  • პროექტის კონკრეტულ ნაწილებზე პასუხისმგებლობის აღება

აუცილებელია:

  • არქიტექტურის სფეროში უმაღლესი განათლება
  • მინიმუმ 5 წლიანი პროფესიული გამოცდილება
  • Revit-ის მაღალ დონეზე ცოდნა
  • არქიტექტურული პროექტირების პროცესის კარგი ცოდნა
  • სამუშაო დოკუმენტაციის მომზადების გამოცდილება
  • გუნდში მუშაობის უნარი
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
  • დეტალებზე ორიენტირებულობა
  • დროის სწორად მართვა
  • ინგლისური ენის მაღალ დონეზე ცოდნა

დამატებით უპირატესობად ჩაითვლება:

  • სასტუმროების, კურორტების, ველნესისა და მაღალი კლასის საცხოვრებელი პროექტების გამოცდილება
  • საერთაშორისო პროექტებზე მუშაობის გამოცდილება
  • BIM-ში მუშაობის გამოცდილება
  • AutoCAD, Rhino, SketchUp, 3ds Max, Enscape/Twinmotion ან Adobe-ის პროგრამების ცოდნა
  • სამშენებლო დეტალებისა და მასალების კარგი ცოდნა

რას გთავაზობთ ჩვენ?

  • საერთაშორისო პროექტებზე მუშაობის გამოცდილებას
  • პროფესიული ზრდა
  • დიზაინზე ორიენტირებული გარემო
  • კონკურენტული ანაზღაურება - ანაზღაურება განისაზღვრება გამოცდილების და კვალიფიკაციის მიხედვით, პროფესიულ ზრდასთან ერთად ანაზღაურების ზრდის შესაძლებლობით.

3D ვიზუალისტი

ვეძებთ ნიჭიერ და შემოქმედებით 3D ვიზუალისტს, რომელიც იმუშავებს არქიტექტურული და ინტერიერის დიზაინის პროექტების მაღალი ხარისხის ვიზუალიზაციაზე. თუ გიყვართ დეტალებზე მუშაობა და შეგიძლიათ იდეების რეალისტური გადმოცემა, ეს შესაძლებლობა თქვენთვისაა!

ძირითადი მოვალეობები:

  • არქიტექტურული და ინტერიერის პროექტების ფოტორეალისტური 3D ვიზუალიზაცია
  • 3D მოდელირება, ტექსტურირება და განათების დაყენება
  • არქიტექტორებთან და დიზაინერებთან თანამშრომლობა
  • პროექტების დედლაინების დაცვა და ხარისხის უზრუნველყოფა

მოთხოვნები:

  • გამოცდილება 3D ვიზუალიზაციაში (მინ. 4-5 წელი სასურველია)
  • პროგრამები: 3ds Max, V-Ray/Corona Renderer, Photoshop (სასურველია: SketchUp, Lumion, Blender)
  • მასალების, ტექსტურების და განათების (lighting) ფუნდამენტური ცოდნა
  • რეალისტური ვიზუალიზაციისა და პოსტპროდაქშენის უნარები
  • კრეატიული ხედვა და დეტალებზე ყურადღება
  • გუნდური მუშაობისა და სამუშაო პროცესის მართვის უნარი