არქიტექტორი — ნიუ ჰოსპიტალსი

ნიუ ჰოსპიტალსი — ლოგო
ნიუ ჰოსპიტალსი

არქიტექტორი

შეთანხმებით ახალი ადგილზე სრული განაკვეთი

მრავალპროფილური, მაღალტექნოლოგიური კლინიკა "ნიუ ჰოსპიტალსი" აცხადებს ვაკანსიას არქიტექტორის თანამდებობაზე.

ჩვენ ვეძებთ მაღალკვალიფიციური გუნდის ღირსეულ წევრს.

სამუშაო გრაფიკი: სრული შტატი.

ადგილმდებარეობა: თბილისი, კრწანისის ქ. N12.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება არქიტექტურის მიმართულებით;
  • პროგრამების - ArchiCAD, Photoshop - ცოდნა;
  • აღნიშნული მიმართულებით საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის და ნორმატიული მოთხოვნების ცოდნა.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

  • არქიტექტურული პროექტების ნახაზების შექმნის პროცესში მონაწილეობა;
  • არქიტექტურულ ნახაზში ცვლილებების კორექტირება;
  • სამშენებლო ობიექტებზე ვიზიტები, სამუშაოს მსვლელობის ზედამხედველობა;
  • შეთანხმებულ პროექტთან მიმდინარე სამუშაოების შესაბამისობის დადგენა და რეპორტინგი;
  • პროექტის შესათანხმებლად საჭირო სანებართვო დოკუმენტაციის მომზადების პროცესში მონაწილეობა; პროექტის შეთანხმება და მშენებლობის ნებართვის უზრუნველყოფა;
  • პროექტირების პროცესში, საჭიროებიდან გამომდინარე, სხვადასხვა ეტაპზე ჩართულობა.

პიროვნული თვისებები:

  • განვითარებული პასუხისმგებლობის გრძნობა;
  • დეტალებზე ორიენტირება;
  • დროის მართვის უნარი;
  • აკურატულობა, ორგანიზებულობა.

თქვენს მიერ გაგზავნილი პერსონალური მონაცემები დაექვემდებარება დამუშავებასა და შენახვას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად.

მსგავსი ვაკანსიები

შეიძლება დაგაინტერესოთ