არქიტექტორი — Target Group

Target Group

არქიტექტორი

₾3000 ახალი ადგილზე სრული განაკვეთი

"Target Group" აცხადებს ვაკანსიას არქიტექტორის პოზიციაზე.

"Target Group" არის განვითარებაზე ორიენტირებული უძრავი ქონების კომპანია, რომელიც აქტიურად მუშაობს ადგილობრივ და საერთაშორისო ბაზარზე. კომპანია სპეციალიზდება უძრავი ქონების გაყიდვებში, პარტნიორულ მოლაპარაკებებსა და კომერციული ობიექტების მოძიება-რეალიზაციაში და უზრუნველყოფს სწრაფ, ეფექტურ და შედეგზე ორიენტირებულ მომსახურებას.

სამუშაო პირობები:

  • სამუშაო გრაფიკი: ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით
  • სამუშაო საათები: 11:00 - 19:00
  • შაბათი-კვირა: დასვენება
  • ანაზღაურება: 3000 ლარი (ფიქსირებული)
  • დასაქმების ტიპი: სრული განაკვეთი (ოფისიდან)
  • ადგილმდებარეობა: თბილისი, დიდი დიღომი, მარშალ გელოვანის გამზირი N13

ძირითადი მოვალეობები:

  • არქიტექტურული პროექტების დაგეგმვა და კონცეფციის შემუშავება
  • სამუშაო ნახაზებისა და არქიტექტურული დოკუმენტაციის მომზადება
  • პროექტებთან დაკავშირებული ვიზუალიზაციების შექმნა
  • პროექტების კოორდინაცია შესაბამის გუნდებთან
  • პროექტის შესრულების პროცესის მონიტორინგი და კონტროლი
  • დამკვეთის მოთხოვნების გათვალისწინებით ოპტიმალური გადაწყვეტილებების შეთავაზება
  • დადგენილი ვადების დაცვა და სამუშაო პროცესის ეფექტური მართვა

ძირითადი მოთხოვნები:

  • არქიტექტურის მიმართულებით უმაღლესი განათლება
  • აუცილებელია გამოცდილება მინიმუმ 3-7 წლამდე
  • შესაბამის სფეროში მუშაობის პრაქტიკული გამოცდილება
  • ArchiCAD-ის, AutoCAD-ის, SketchUp-ის ან სხვა შესაბამისი პროგრამების ცოდნა
  • სივრცითი და შემოქმედებითი აზროვნება
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და პუნქტუალურობა
  • გუნდური მუშაობისა და კომუნიკაციის უნარები
  • დეტალებზე ორიენტირებულობა
  • ინგლისური ენის ცოდნა

ჩვენ გთავაზობთ:

  • სტაბილურ სამუშაო გარემოს
  • კარიერული განვითარების შესაძლებლობას
  • პროფესიული ზრდისა და გამოცდილების მიღების შესაძლებლობას
  • მეგობრულ და კომფორტულ სამუშაო გარემოს
  • საინტერესო და მრავალფეროვან პროექტებზე მუშაობას