არქიტექტორი
კომპანია სიტა 2016 წლიდან ოპერირებს ქართულ სამშენებლო ბაზარზე და ამ სფეროს წარმომადგენლებს სთავაზობს სამშენებლო პროცესების მართვის სრულ სერვისს: შესაფერისობის კვლევა, დიზაინ პროცესის მენეჯმენტი, ბიუჯეტირება, ფასთა ინჟინერია, ტენდერებისა და შესყიდვების მენეჯმენტი, მშენებლობის მენეჯმენტი.
კომპანიის პორტფოლიო მოიცავს საცხოვრებელ, სასტუმროს ტიპის აპარტამენტებისა და საერთაშორისო ბრენდის სასტუმროს პროექტებს, მათ შორისაა: Rotana, Radisson Blu, Wyndham, Holiday Inn, Marriott, Ibis და სხვა.
სიტა აცხადებს ვაკანსიას არქიტექტორის პოზიციაზე ბათუმში
ჩვენ გთავაზობთ:
- საინტერესო და მრავალფეროვან სამუშაოს პროფესიონალ გუნდთან ერთად;
- საინტერესო და კომპლექსურ პროექტებს;
- პროექტების მასშტაბებიდან გამომდინარე მოკლე დროში მრავალფეროვანი გამოცდილების მიღების საშუალებას;
- პროფესიული ზრდისა და განვითარების შესაძლებლობას;
ძირითადი ფუნქციები:
- საპროექტო დოკუმენტაციის დეტალური შესწავლა, ანალიზი და შეფასება პროექტის მსვლელობის ნებისმიერ ეტაპზე;
- არქიტექტურული ნახაზების რევიზია და ოპტიმიზაცია;
- არსებული პროექტების კორექტირება და საინჟინრო/ტექნიკურ პროექტებთან შესაბამისობაში მოყვანა;
- არქიტექტურული პროექტის შესაბამისად სამშენებლო ნახაზების შედგენა;
- პროექტის განხორციელების პროცესში წარმოშობილი ტექნიკური საკითხების განხილვა და პრობლემების გადაწყვეტა;
- მომიჯნავე დარგებთან და სამშენებლო გუნდთან აქტიური თანამშრომლობა;
- სპეციფიკაციების შედგენა, საპროექტო მოცულობების ამოთვლა და მასალათა უწყისის მომზადება;
- საესკიზო პროექტებისა და არქიტექტურული კონცეფციების შესრულება;
- სამშენებლო ობიექტზე აზომვითი სამუშაოების შესრულება;
- რეგულარული ობიექტის ვიზიტების მოწყობა/პროექტის პროგრესის კონტროლი.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება არქიტექტურის მიმართულებით;
- მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება (უპირატესობად ჩაითვლება კომპლექსურ, მრავალბინიან პროექტებზე მუშაობის პრაქტიკა);
- გამართული კომუნიკაციის უნარი ქართულ და ინგლისურ ენებზე;
- პროფესიული პროგრამების მაღალ დონეზე ცოდნა: Archicad, AutoCAD, Photoshop;
- საოფისე პროგრამების ცოდნა (MS Office);
პიროვნული უნარები:
- მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა, ორგანიზებულობა და დისციპლინა;
- დეტალებზე ორიენტირებულობა და სუფთა, მოწესრიგებული სამუშაო ფაილების წარმოება კომპანიის სტანდარტების შესაბამისად;
- დამოუკიდებლად და გუნდურად მუშაობის უნარი;
- ეფექტური კომუნიკაციისა და კოორდინაციის უნარი;
- კრეატიული და ანალიტიკური აზროვნება;