არასაკვები დეპარტამენტის გუნდის ლიდერი- ისთ ფოინთი
კარფური" ფრანგული ბრენდია, რომლის ფრენჩაიზის მფლობელია "Majid Al Futtaim Retail", რომელიც სავაჭრო ცენტრების, საცალო ვაჭრობისა და გართობის სფეროს ერთ-ერთი ლიდერია მსოფლიოში.
"კარფურის" მიზანია, მომხმარებელს მიაწოდოს მაღალი ხარისხის პროდუქციის უდიდესი არჩევანი ყველაზე ხელმისაწვდომ ფასად და შექმნას დაუვიწყარი მომენტები ყველასათვის, ყოველდღე.
"კარფური" როგორც დამსაქმებელი, ცდილობს დაამკვიდროს მაღალი სტანდარტები ადამიანური კაპიტალის მართვისა და სოციალური პასუხისმგებლობის საკითხებში. "კარფური"-ს უმაღლესი ფასეულობა ადამიანური კაპიტალია. კომპანია შერჩევის კრიტერიუმებსა და დასაქმების პირობებზე თითოეულ კანდიდატს აძლევს თანაბარ შესაძლებლობას და შემდგომ ყველანაირ ძალისხმევას იჩენს, რათა ხელი შეუწყოს თანამშრომლების პროფესიულ განვითარებასა და კარიერულ წინსვლას.
მაჯიდ ალ ფუტაიმ ჰიპერმარკეტს ჯორჯია - კარფური ამჟამად გთავაზობთ დასაქმების და კარიერული განვითარების უნიკალურ შესაძლებლობას და აცხადებს ვაკანსიას თბილისში, არასაკვები დეპარტამენტის გუნდის ლიდერის პოზიციაზე.
სამუშაო ადგილი - ისთ ფოინთი
ანაზღაურება - 1700 ლარი
ძირითადი მოვალეობები:
- არასაკვები დეპარტამენტის საოპერაციო პროცესების წარმართვა და გამართულად მუშობის კონტროლი;
- სხვადასხვა სახის პროდუქციის განახლება, მომზადება, განთავსება;
- პროდუქციის იერსახის, ვარგისიანობის და შენახვის ვადის კონტროლი;
- დახლების რეგულარულად შევსების უზრუნველყოფა;
- არასაკვები დეპარტამენტში შემავალი თანამშრომლების მართვა;
- დაფასოებულ პროდუქციაზე საფასო იარლიყების კონტროლი;
- მარაგების კონტროლი;
მოთხოვნები:
- მსგავს სფეროში მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება;
- საოფისე პროგრამების ცოდნა (MS Office; Excel);
- ინგლისური ენის B2 დონეზე ცოდნა;
- პუნქტუალურობა და ორგანიზებულობა;
თქვენი პერსონალური მონაცემები შესაძლებელია გავუზიაროთ "კარფურის" პარტნიორ ფრენშაიზ კომპანიებს, მათი არსებული და/ან სამომავლო ვაკანსიების ფარგლებში თქვენი კანდიდატურის მიმდინარე ან სამომავლო დასაქმების შესაძლებლობის შეფასებისა და განხილვის, ასევე, შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის.
თქვენ უფლება გაქვთ, მიიღოთ ინფორმაცია თქვენ შესახებ დამუშავებულ მონაცემთა თაობაზე და მოითხოვოთ მათი შესწორება, განახლება, შევსება, დაბლოკვა, წაშლა და/ან განადგურება. მოქმედი კანონმდებლობით განსაზღვრული უფლებების განხორციელებისთვის, გთხოვთ, დაგვიკავშირდეთ ჩვენი კონფიდენციალურობის ვებ-ფორმის საშუალებით: Privacy Webform. ან, მოგვმართეთ შემდეგ ელექტრონულ ფოსტაზე: .
შპს "მაჯიდ ალ ფუტაიმ ჰიპერმარკეტს ჯორჯია" დასაქმების მსურველ პირთა შერჩევის პროცესს ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობის თანახმად, პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპის დაცვით და გამორიცხავს მათ მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით.
გისურვებთ წარმატებებს!