აპლიკაციის მხარდაჭერის სპეციალისტი - ღამის ცვლა — Hash Bank

Hash Bank — ლოგო
Hash Bank

აპლიკაციის მხარდაჭერის სპეციალისტი - ღამის ცვლა

შეთანხმებით ახალი ადგილზე სრული განაკვეთი

HashBank არის თანამედროვე ბანკი თანამედროვე ცხოვრებისთვის, ჩვენ ვქმნით თანამედროვე, მომხმარებელზე ორიენტირებულ, რევოლუციურ პროდუქტს და ვცვლით წარმოდგენას საბანკო ინდუსტრიის შესახებ.

ჩვენს გუნდში ვეძებთ გამოცდილ, მოტივირებულ, მაღალი სამუშაო ეთიკის მქონე ადამიანებს კორპორატიული კულტურის ძლიერი შეგრძნებით, რომლებიც მზად არიან ახალი გამოწვევებისთვის.

რას გთავაზობთ ჩვენ:

  • ჯანმრთელობის დაზღვევა - სრული დაფინანსებით პირველივე სამუშაო დღიდან;
  • Birthday Day Off - დამატებითი ანაზღაურებადი დასვენების დღე თქვენს დაბადების დღეზე;
  • Day Off - დამატებითი 3 ანაზღაურებადი გამოსასვლელი დღე წლის განმავლობაში პირადი დროისთვის;
  • განსაკუთრებული ფასდაკლებები ფიტნეს დარბაზებში, სასტუმროებსა და სხვადასხვა კვების ობიექტში;
  • ფინანსური მხარდაჭერა მნიშვნელოვანი ცხოვრებისეული მოვლენების დროს - დაოჯახების და შვილის შეძენის შემთხვევაში;
  • პროფესიული განვითარების შესაძლებლობები;
  • საკვალიფიკაციო ტრენინგების დაფინანსება.

სამუშაო პირობები:

  • პოზიციის დასახელება: Application Support Specialist.
  • სამუშაო განრიგი: დისტანციური, ღამის ცვლა.
  • ოფისის მისამართი: თბილისი, ვაჟა-ფშაველას გამზირი.

ძირითადი ფუნქციები:

  • ბანკის კლიენტებისა და შიდა მომხმარებლების მიერ ქოლ-ცენტრისა და სხვა საკომუნიკაციო არხების მეშვეობით დაფიქსირებული პრობლემების მიღება და ანალიზი;
  • რეალურ გარემოში დაფიქსირებული ტექნიკური ხარვეზების დეტალური გამოკვლევა და მათი გამომწვევი ძირეული მიზეზების იდენტიფიცირება;
  • MS SQL Server-ის გამოყენებით მონაცემთა ანალიზისა და საჭიროების შემთხვევაში მონაცემთა კორექციის განხორციელება;
  • კომპანიის შიდა სტანდარტებისა და უფლებამოსილების ფარგლებში პრობლემების აღმოფხვრა ან დროებითი ტექნიკური გადაწყვეტის (workaround) განხორციელება;
  • მონაცემთა ანალიზისა და კორექციისთვის SQL მოთხოვნების (queries) შესრულება;
  • IT ადმინისტრატორებთან, პროგრამული განვითარების გუნდებთან, ვენდორებთან და სხვა ტექნიკურ ჯგუფებთან თანამშრომლობა პრობლემების დროული და ეფექტური მოგვარების მიზნით;
  • პრობლემების, ჩატარებული ანალიზისა და მიღებული გადაწყვეტილებების სრულყოფილი დოკუმენტირება შესაბამის სისტემებში;
  • პროგრამული განვითარების და პროდუქტის გუნდებისთვის რეგულარული ტექნიკური უკუკავშირის მიწოდება აპლიკაციების გაუმჯობესების მიზნით;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება კომპიუტერულ მეცნიერებებში, ინფორმაციულ ტექნოლოგიებში ან მონათესავე სფეროში (სასურველია);
  • აპლიკაციების მხარდაჭერის პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
  • Microsoft SQL Server-ზე დაფუძნებულ სისტემებთან მუშაობის პრაქტიკული გამოცდილება;
  • ტექნიკური პრობლემების ანალიზისა და ეფექტური გადაწყვეტის უნარი;
  • ტექნიკურ გუნდებთან ეფექტური კომუნიკაციისა და თანამშრომლობის უნარი;
  • ტექნიკური დოკუმენტაციის წარმოებისა და მხარდაჭერის ინსტრუმენტების გამოყენების გამოცდილება;
  • IT სერვისების მართვის პრინციპების ცოდნა;
  • ინგლისური და ქართული ენების ცოდნა (სავალდებულო);

უნარები:

  • ძლიერი ანალიტიკური და პრობლემების გადაჭრის უნარი;
  • ეფექტური კომუნიკაციის უნარი სხვადასხვა ტექნიკურ გუნდებთან;
  • პასუხისმგებლობის მაღალი დონე;
  • დამოუკიდებლად და გუნდურად მუშაობის უნარი;
  • ფორსმაჟოროლ სიტუაციაში მუშაობის უნარი;

ჩაითვლება უპირატესობად:

  • ITIL სერტიფიკატი ჩაითვლება უპირატესობად.
  • უკრაინული ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად.

დამატებითი ინფორმაცია:

გაცნობებთ, რომ სს "ჰეშ ბანკი" ახორციელებს კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავებას, ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ასევე შესაძლოა დამუშავდეს სამომავლო ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ინახება არაუმეტეს 3 წლის ვადით.

კანდიდატის მიერ სს "ჰეშ ბანკისთვის" წარდგენილი განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემების დამუშავება მოხდება შრომითი ვალდებულებების და ურთიერთობის ხასიათიდან გამომდინარე, მათ შორის, დასაქმების თაობაზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების მიზნით.

სს "ჰეშ ბანკი" კანდიდატთა შერჩევის პროცესს ახორციელებს დისკრიმინაციის ყველა ფორმით აღმოფხვრის შესახებ კანონის, შრომითი კანონმდებლობის მოთხოვნებისა და პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების დაცვით და გამორიცხავს პირთა მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით.

თქვენ მიმართ დისკრიმინაციული მოპყრობის ვარაუდის შემთხვევაში, გთხოვთ, მოგვმართოთ.