აპლიკაციების ადმინისტრატორი
IT გუნდში ვეძებთ აპლიკაციების ადმინისტრატორს, რომელიც ჩაერთვება ბიზნეს აპლიკაციების მხარდაჭერასა და მართვაში.
სს "ხალიკ ბანკი საქართველო" წარმოადგენს სს "ყაზახეთის სახალხო ბანკი"-ს შვილობილ ორგანიზაციას, რომელიც არის ყაზახეთის საფინანსო ბაზრის ერთ-ერთი ლიდერი.
სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი
განაკვეთი: სრული
ძირითადი მოვალეობები:
- აპლიკაციების ინსტალაცია/კონფიგურაცია
- აპლიკაციების მონიტორინგი
- აპლიკაციების განახლება
- ხარვეზების აღმოფხვრა
- მომხმარებლების დარეგისტრირება
- მომხმარებელთა უფლებების მართვა
უნარები:
- Windows Server-ის საბაზისო ცოდნა
- Linux-ის საბაზისო ცოდნა
- MS SQL Server-ის საბაზისო ცოდნა
- MySQL-ის საბაზისო ცოდნა
- AD-სთან მუშაობის გამოცდილება
თქვენს მიერ წარმოდგენილი პერსონალური მონაცემები გამოყენებული იქნება მხოლოდ დასაქმების განხილვის მიზნებისათვის და არ მოხდება თქვენი თანხმობის გარეშე მესამე პირებთან გადაცემა.
განაცხადის მიღების ბოლო ვადა: 31 ივლისი, 2026 წ.
შენიშვნა: მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს დაენიშნებათ გასაუბრება.
გაცნობებთ, რომ კანდიდატის შესახებ მონაცემებს სს "ხალიკ ბანკი საქართველო" ამუშავებს "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნების შესაბამისად, ამავე კანონის მე-5 მუხლის "ა", "ი" და "კ" ქვეპუნქტების საფუძველზე.
კანდიდატის მონაცემების დამუშავების მიზანს წარმოადგენს გამოცხადებულ ვაკანსიასთან, მათ შორის ფორმალურ კრიტერიუმებთან შესაბამისობის დადგენა.
კანდიდატის შესახებ ინფორმაცია ინახება "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის "ი" ქვეპუნქტის შესაბამისად, არაუმეტეს 2 (ორი) წლის ვადით. ამასთან, კანდიდატის შესახებ ინფორმაცია შესაძლებელია განხილული იქნეს მომავალში გამოცხადებულ ვაკანსიასთან დაკავშირებით.
იმ შემთხვევაში, თუ არ გსურთ თქვენი მონაცემები დამუშავდეს მომავალში გამოცხადებულ ვაკანსიასთან დაკავშირებით, გთხოვთ, გვაცნობეთ აღნიშნულის შესახებ.
თქვენ უფლება გაქვთ ისარგებლოთ "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის III თავით გათვალისწინებული უფლებებით და მონაცემების დამუშავებასთან დაკავშირებით მოითხოვოთ: ინფორმაცია; მონაცემთა გაცნობა და მათი ასლის მიღება; მონაცემთა გასწორება, განახლება, შევსება; დამუშავების შეწყვეტა, წაშლა ან განადგურება; მონაცემთა დაბლოკვა ან ისარგებლოთ სხვა უფლებებით, თუ არ არსებობს ამავე კანონით გათვალისწინებული მონაცემთა სუბიექტის უფლებების შეზღუდვის საფუძვლები.