ანაზღაურებადი სტაჟირების პროგრამა გაყიდვების განყოფილებაში — HR.GE

HR.GE — ლოგო
HR.GE

ანაზღაურებადი სტაჟირების პროგრამა გაყიდვების განყოფილებაში

შეთანხმებით ახალი თბილისი · ადგილზე სრული განაკვეთი

HR.GE აცხადებს ანაზღაურებად სტაჟირების პროგრამას გაყიდვების განყოფილებაში.

გაინტერესებთ გაყიდვების სფერო? ხართ მოტივირებული, კომუნიკაბელური, შედეგზე ორიენტირებული და ლიდერული თვისებებით გამორჩეული პიროვნება? მაშინ ეს სტაჟირება სწორედ თქვენთვისაა.

სტაჟირების ფარგლებში თქვენ მიიღებთ მნიშვნელოვან გამოცდილებას და განივითარებთ გაყიდვების უნარებს, გაეცნობით თანამედროვე ორგანიზაციის სტრუქტურასა და მუშაობის პრინციპს.

სტაჟირების პერიოდი გათვლილია 3 თვის ვადით, რომლის წარმატებით გავლის შემთხვევაშიც თქვენ მოგეცემათ შესაძლებლობა გახდეთ ჩვენი ორგანიზაციის თანამშრომელი.

სამუშაოს აღწერა:

  • სატელეფონო კომუნიკაცია კორპორატიულ მომხმარებლებთან
  • ახალი მომხმარებლების მოზიდვა, სატელეფონო შეთავაზებების გაკეთება
  • განცხადებების განთავსება ვებ გვერდზე
  • ყოველდღიური რეპორტინგი

მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება (გასაუბრებაზე დაიშვებიან III, IV კურსის სტუდენტებიც)
  • სამუშაო გამოცდილება არ არის სავალდებულო მოთხოვნა
  • კომპიუტერული პროგრამების ცოდნა (Windows, MS Word, Excel, Outlook);
  • ენების ცოდნა: ქართული (მშობლიური), ინგლისური ენის და რუსული ენის ცოდნა სასაუბრო დონეზე

პიროვნული თვისებები:

  • კომუნიკაციის უნარი
  • ლიდერული უნარ-ჩვევები
  • სირთულეების დაძლევის უნარი
  • შედეგებზე ორიენტირებული
  • პუნქტუალური, ორგანიზებული
  • კრეატიული, ინიციატივიანი