ანაზღაურებადი სტაჟირება- თბილისი, თელავი, ბათუმი, ქუთაისი, ზუგდიდი — პროკრედიტ ბანკი

პროკრედიტ ბანკი — ლოგო
პროკრედიტ ბანკი

ანაზღაურებადი სტაჟირება- თბილისი, თელავი, ბათუმი, ქუთაისი, ზუგდიდი

შეთანხმებით ახალი ადგილზე სრული განაკვეთი

"პროკრედიტ ბანკი" აცხადებს სტაჟირებას თბილისის, თელავის, ბათუმის, ქუთაისის და ზუგდიდის ფილიალებისთვის (შემდგომი დასაქმების პერსპექტივით).

გსურთ კარიერის დაწყება საბანკო სფეროში?

გეძლევათ შესაძლებლობა, შეუერთდეთ ჩვენს გუნდს სტაჟიორის პოზიციაზე, შემდგომი დასაქმების პერსპექტივით.

ჩვენ გთავაზობთ:

  • ანაზღაურებად სტაჟირებას
  • რეალურ საბანკო პრაქტიკას და გამოცდილებას
  • პროფესიულ განვითარებას და სწავლების შესაძლებლობას
  • კარიერის გაგრძელების პერსპექტივას სტაჟირების დასრულების შემდეგ

მოთხოვნები:

  • 3-4 კურსის სტუდენტი ან კურსდამთავრებული
  • საბანკო სფეროში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად
  • დაინტერესებული საბანკო სფეროთი და სტაჟირებით
  • ინგლისური ენის ცოდნა
  • პასუხისმგებლობიანი, მოტივირებული, ენერგიული, სიახლეების სწრაფად ათვისების უნარით

თუ მზად ხარ ახალი გამოწვევებისთვის და გსურს კარიერის დაწყება დინამიკურ და სტაბილურ გარემოში - შემოგვიერთდი!

გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

განცხადების მიღების ბოლო ვადაა: 10-07-2026

რეზიუმეს გამოგზავნით თქვენ ეთანხმებით, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები დამუშავდება (მათ შორის შესაძლოა გადაეცეს პროკრედიტ ჯგუფში შემავალ სხვა ქვეყნებს) სს "პროკრედიტ ბანკის" მიერ, მონაცემთა დაცვის საერთაშორისო სტანდარტებისა და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. პერსონალური მონაცემების დამუშავების მიზანია კანდიდატის შესაბამისობის დადგენა არსებულ და/ან სამომავლო ვაკანსიის მოთხოვნებთან, დასაქმების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების მიზნით და შეინახება არაუმეტეს 6 [ექვსი] თვის ვადით.

სს"პროკრედიტ ბანკი" კანდიდატთა შერჩევის პროცესს ახორციელებს დისკრიმინაციის ყველა ფორმით აღმოფხვრის შესახებ კანონის მოთხოვნათა და პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების დაცვით და გამორიცხავს პირთა მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით. დისკრიმინაციისგან დაცვა ასევე უზრუნველყოფილია შრომითი ურთიერთობის ნებისმიერ ეტაპზე.