ანაზღაურებადი სტაჟირება - ლაბორანტი — ბიოქიმფარმი

ბიოქიმფარმი — ლოგო
ბიოქიმფარმი

ანაზღაურებადი სტაჟირება - ლაბორანტი

შეთანხმებით ახალი ადგილზე სრული განაკვეთი

GMP-ისა და ISO 9001-ის სერტიფიცირებული "ბიოქიმფარმი" ქართული ბიოფარმაცევტული კომპანიაა, რომელიც ფაგის ტექნოლოგიაზე დაყრდნობით ქმნის (R&D) და აწარმოებს ანტიბიოტიკების ბუნებრივ და ინოვაციურ ალტერნატიულ საშუალებებს. კომპანია დაფუძნებულია ბაქტერიოფაგის ინსტიტუტის საწარმოო ბაზაზე და ფლობს 80 წლის განმავლობაში დაგროვილ გამოცდილებას ფაგის პრეპარატების წარმოებისა და კვლევის მიმართულებით. საქართველოსთან ერთად, ბიოქიმფარმის მიერ წარმოებული პროდუქცია რეგისტრირებულია და მათი ექსპორტი ხორციელდება რეგიონულ და საერთაშორისო ბაზრებზე.

ადგილმდებარეობა: საბურთალო, ლევან გოთუას ქ. N3

სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი, 09:00-18:00

რას გთავაზობთ ჩვენ:

  • კვალიფიციურ გუნდთან ერთად მუშაობის შესაძლებლობას;
  • GMP სტანდარტთან მუშაობის პრაქტიკული ცოდნის მიღებას;
  • პროფესიული ზრდის შესაძლებლობას;
  • სტაჟირების წარმატებით გავლის შემთხვევაში დასაქმების შესაძლებლობას;
  • ჯანსაღ სამუშაო გარემოს;
  • ჯანმრთელობის დაზღვევას.

"ბიოქიმფარმი" აცხადებს ანაზღაურებად სტაჟირებას ლაბორანტის პოზიციაზე.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

  • ლაბორატორიული ნარჩენების გაუვნებელყოფა;
  • ლაბორატორიული ჭურჭლის რეცხვა-სტერილიზაცია;
  • საკვები ნიადაგების მომზადება მიკრობიოლოგიური ლაბორატორიებისთვის.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • სასურველია უმაღლესი განათლება, ან დამამთავრებელი კურსის სტუდენტი;
  • სასურველია ფარმაცევტულ წარმოებაში ან სამედიცინო დაწესებულებაში მუშაობის გამოცდილება;

საჭირო უნარ-ჩვევები:

  • დროის მართვისა და სამუშაოს განაწილების უნარი;
  • წერილობითი და ზეპირი კომუნიკაციის უნარი;
  • დახურულ სივრცეში მუშაობის უნარი.