ანაზღაურებადი სტაჟირება - Fintech და Crypto ინდუსტრიაში
კომპანია "CityPay.io" აცხადებს 6-თვიან ანაზღაურებად სტაჟირების პროგრამას მე-3-4 კურსის სტუდენტებისთვის, ახალი კურსდამთავრებულებისა და კარიერის საწყის ეტაპზე მყოფი კანდიდატებისთვის, რომლებსაც სურთ მიიღონ პრაქტიკული გამოცდილება Fintech და Crypto ინდუსტრიაში.
სტაჟირების პროგრამის ფარგლებში მონაწილეებს შესაძლებლობა ექნებათ ჩაერთონ რეალურ ბიზნეს პროექტებსა და ყოველდღიურ სამუშაო პროცესებში, იმუშაონ გამოცდილ პროფესიონალებთან ერთად, მიიღონ მენტორის მხარდაჭერა და რეგულარული უკუკავშირი, განივითარონ პროფესიული უნარები საერთაშორისო ბიზნეს გარემოში.
სტაჟირების პროგრამა ცხადდება ოთხი მიმართულებით:
- TREASURY & FINANCE Team - Treasury Operations, Cash Flow Management, Payment & Crypto Operations, Financial Reporting, Reconciliation, Transaction Monitoring და Crypto/Fiat Fundamentals.
- EXPANSION Team - Market Research, Market Entry Strategy, Regulatory Research, Business Development, Partnerships.
- TECH Team - Software Development, QA, Data, Product, DevOps / Infrastructure, APIs, Databases, Testing და Blockchain Fundamentals.
- MANAGEMENT Team - Business Operations, Strategic Planning, Project Management, Business Analysis, Performance Management, Reporting და Process Improvement.
განაცხადების მიღების ბოლო ვადა: 10 ოქტომბერი, 2026.
სტაჟირების დასაწყისი: ნოემბერი
თითოეულ მონაწილეს ეყოლება მენტორი, ექნება ინდივიდუალური სასწავლო გეგმა, პრაქტიკული დავალებები, რეგულარული უკუკავშირი და პროგრესის შეფასება.
პროგრამის წარმატებით გავლისა და მაღალი შედეგების შემთხვევაში, კომპანიის ბიზნეს საჭიროებიდან გამომდინარე, საუკეთესო მონაწილეები შესაძლოა განიხილებოდნენ CityPay.io-ს Junior / Entry-Level პოზიციებზე.