ანაზღაურებადი სტაჟირება - დამწყები აუდიტორი — აუდიტორული კომპანია TaxInfo

samushao.ge
აუდიტორული კომპანია TaxInfo — ლოგო
აუდიტორული კომპანია TaxInfo

ანაზღაურებადი სტაჟირება - დამწყები აუდიტორი

₾1200 ₾ ახალი თბილისი · ადგილზე სრული განაკვეთი

ბიზნეს საკონსულტაციო და აუდიტორული კომპანია - TaxInfo აცხადებს ანაზღაურებად სტაჟირებას დამწყები აუდიტორის პოზიციის დასაკავებლად.

სტაჟირების ადგილი - ქ. თბილისი, მ. ალექსიძის ქ. N12, King David-ის ბიზნეს ცენტრი მე-9 სართული.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • განათლება ბიზნესის ადმინისტრირების, ფინანსების ან ეკონომიკის მიმართულებით (დამამთავრებელი კურსის სტუდენტების ჩათვლით);
  • ბუღალტრული აღრიცხვის პრინციპების საფუძვლიანი ცოდნა;
  • საოფისე პროგრამა Excel-ის სრულყოფილი ცოდნა;

დამატებითი (არასავალდებულო) მოთხოვნები (პრიორიტეტულობის მიხედვით):

  • ბუღალტრული აღრიცხვის პროგრამის ცოდნა;
  • ფასს სტანდარტების ცოდნა;
  • საგადასახადო დაბეგვრის პრინციპების ცოდნა;
  • ინგლისური ენის ცოდნა;
  • რუსული ენის ცოდნა.

მოვალეობები:

  • ბუღალტრული/ფინანსური აღრიცხვა-ანგარიშგება მცირე ან/და საშუალო ზომის კომპანიებში;
  • საგადასახადო-აღრიცხვა ანგარიშგება: საგადასახადო დეკლარაციების და სხვა სავალდებულო ინფორმაციის წარდგენა;
  • მცირე ან/და საშუალო ზომის კომპანიების აღრიცხვა-ანგარიშგების საგადასახადო/ფინანსური აუდიტი.

ჩვენ გთავაზობთ:

  • პროფესიული ზრდის უნიკალურ შანსს: დროის მცირე პერიოდში მოახდინოთ ერთდროულად ფინანსურ და საგადასახადო აღრიცხვა ანგარიშგებისა და აუდიტის სფეროში საფუძვლიანი ცოდნა-გამოცდილების დაგროვება;
  • საუკეთესო სამუშაო პირობებს;
  • უფასო ტრეინინგებს საგადასახადო კანონმდებლობაში;
  • სტაჟირების დამთავრების შემდეგ დამწყები აუდიტორის პოზიციაზე მუშაობის გაგრძელების შესაძლებლობას

დეტალური ინფორმაცია ვაკანსიის შესახებ:

  • ვაკანსიის დასახელება: ანაზღაურებადი სტაჟირება დამწყები აუდიტორის პოზიციის დასაკავებლად;
  • სამუშაოს ტიპი: სრული;
  • სამუშაო ანაზღაურება: 1200 ლარი (net, გადასახადების გარეშე)
  • სტაჟირების ხანგრძლივობა: 3 თვე
  • სამუშაო საათები: 10:00 – 19:00, ორშაბათი-ხუთშაბათი, 10:00 – 17:00, პარასკევი (სამუშაო საათები შეიძლება არაარსებითად კორექტირდეს აპლიკანტის მოთხოვნისამებრ);
  • სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, მ. ალექსიძის ქ. N12, King David-ის ბიზნეს ცენტრი მე-9 სართული.

შერჩევის პროცედურა:

  1. ეტაპი: რეზიუმეს განხილვა და ტესტირებაზე დასაბარებელ კანდიდატთა შერჩევა;
  2. ეტაპი: შეჩეულ კანდიდატებთან გასაუბრება და ტესტირება ბუღალტრულ აღრიცხვაში;
  3. ეტაპი: ფინალური გასაუბრება

პერსონალურ მონაცემთა დაცვა:

პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება შპს „ქართული ბიზნეს კონსალტინგ ჯგუფის“ (ს/ნ 404379203) მიერ (მათ შორის, უფლებამოსილი პირის მეშვეობით) მონაცემთა დაცვის საერთაშორისო სტანდარტებითა და მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი ნორმების სრული დაცვით. პერსონალური მონაცემების დამუშავების მიზანია კანდიდატის შესაბამისობის დადგენა არსებულ/სამომავლო ვაკანსიის მოთხოვნებთან, დასაქმების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების მიზნით და შეინახება არაუმეტეს 3 წლის ვადით.

მსგავსი ვაკანსიები

შეიძლება დაგაინტერესოთ