ანაზღაურებად სტაჟირება - ტექნიკური წყლის სატუმბი სადგურის ოპერატორი — ჰანიველ ცემენტი

ჰანიველ ცემენტი — ლოგო
ჰანიველ ცემენტი

ანაზღაურებად სტაჟირება - ტექნიკური წყლის სატუმბი სადგურის ოპერატორი

შეთანხმებით ახალი კასპი · ადგილზე სრული განაკვეთი

ჰანიველ ცემენტი საქართველოში 2006 წლიდან ოპერირებს და წამყვან ბრენდს წარმოადგენს ცემენტის და ბეტონის ადგილობრივ ბაზარზე. კომპანია ფლობს ცემენტის ქარხნებს კასპში და რუსთავში ასევე ცემენტის წისქვილს ფოთში და ცემენტის ტერმინალს სუფსაში. ჰანიველ ცემენტი კლინკერის ერთადერთი მწარმოებელია საქართველოში. ბეტონის პირველი ქარხანა ქვეყანაში 2009 წელს ამოქმედდა. ამჟამად ჰანიველ ცემენტი ბეტონის 15 ქარხანას ითვლის.

ჰანიველ ცემენტი აცხადებს ანაზღაურებად სტაჟირებას კასპის ცემენტის ქარხანაში ტექნიკური წყლის სატუმბი სადგურის ოპერატორის პოზიციაზე.

სამუშაო ლოკაცია: კასპი, ფარნავაზის ქუჩა N2

სამუშაო გრაფიკი: ცვლებში სამუშაო, 24 საათიანი ცვლა

ვაკანტური პოზიციების რაოდენობა: 1

ძირითადი მოვალეობები:

  • წარმოების ტექნიკური წყლით მომარაგება, წარმოებიდან მიწოდებული დავალებისამებრ;
  • წარმოების კუთვნილ ტერიტორიაზე არსებული ქონების დაცვა (შენობა ნაგებობები, აუზი, ქვესადგური, პირველადი სატუმბი სადგური);
  • მასზე დაკისრებულ უბანზე პერიოდული დათვალიერება და დაზიანების შემთხვევაში ხელმძღვანელის ინფორმირება;
  • კომპანიის სამუშაო ტერიტორიაზე არსებული და მოქმედი შრომის უსაფრთხოების წესებისა და რეგულაციების დაცვა;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები და უნარ-ჩვევები:

  • საშუალო ან პროფესიული განათლება;
  • სასურველია კომპიუტერის საბაზისო დონეზე ცოდნა;
  • პასუხისმგებლობის გრძნობა;
  • გუნდური მუშაობა;
  • დეტალებზე ორიენტირებულობა;

ჰანიველ ცემენტში თანამშრომლებზე ზრუნვა რეალური ფასეულობაა. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ გუნდის თითოეულმა წევრმა იგრძნოს სტაბილურობა, მხარდაჭერა და ჰქონდეს განვითარების მუდმივი შესაძლებლობა.

ამ მიდგომის მნიშვნელოვანი ნაწილი არის ბენეფიტების სისტემა, რომელიც მოიცავს:

  • სრულად ანაზღაურებად დეკრეტულ შვებულებას ორივე მშობლისთვის;
  • ჯანმრთელობისა და სიცოცხლის პრემიუმ დაზღვევას საუკეთესო პირობებით ყველა თანამშრომლისთვის;
  • კვების უზრუნველყოფას - ცემენტის ქარხნებში სრულად;
  • დამატებით დასვენების დღეებსა და დამატებით ანაზღაურებად შვებულებას;
  • ფინანსურ მხარდაჭერას ბავშვის შეძენის შემთხვევაში;
  • პროფესიული განვითარების შესაძლებლობებს და საჭირო ტრენინგებს კარიერული ზრდისთვის;

ჩვენი მიზანია, შევქმნათ სამუშაო სივრცე, სადაც კომფორტი, უსაფრთხო გარემო და მოტივაცია ყოველდღიურობის ნაწილია.