ანაზღაურებად სტაჟირება - ლენტური კონვეიერის ოპერატორი
ჰანიველ ცემენტი საქართველოში 2006 წლიდან ოპერირებს და წამყვან ბრენდს წარმოადგენს ცემენტის და ბეტონის ადგილობრივ ბაზარზე. კომპანია ფლობს ცემენტის ქარხნებს კასპში და რუსთავში ასევე ცემენტის წისქვილს ფოთში და ცემენტის ტერმინალს სუფსაში. ჰანიველ ცემენტი კლინკერის ერთადერთი მწარმოებელია საქართველოში. ბეტონის პირველი ქარხანა ქვეყანაში 2009 წელს ამოქმედდა. ამჟამად ჰანიველ ცემენტი ბეტონის 15 ქარხანას ითვლის.
ჰანიველ ცემენტი აცხადებს ანაზღაურებად სტაჟირებას კასპის ცემენტის ქარხანაში ლენტური კონვეიერის ოპერატორის პოზიციაზე.
სამუშაო ლოკაცია: კასპი, ფარნავაზის ქუჩა N2
სამუშაო გრაფიკი: ცვლებში სამუშაო, 12 საათიანი ცვლა, კვირაში არა უმეტეს 40 საათისა.
ვაკანტური პოზიციების რაოდენობა: 1
ძირითადი მოვალეობები:
- ლენტური კონვიერის გამართული მუშაობის უზრუნველყოფა;
- ღია საწყობიდან დანამატის და კლინკერის მიწოდება წისქვილებში;
- თაბაშირისა და დანამატის სილოსების ტიპისა და ზომის კონტროლი;
- დამფქვი ტანების დახარისხებაში და წისქვილებში ჩატვირთვაში მონაწილეობის მიღება;
- კომპანიის სამუშაო ტერიტორიაზე არსებული და მოქმედი შრომის უსაფრთხოების წესებისა და რეგულაციების დაცვა;
საკვალიფიკაციო მოთხოვნები და უნარ-ჩვევები:
- სასურველია ქონდეს დანადგარებთან მუშაობის გამოცდილება;
- საშუალო ან პროფესიული განათლება;
- სასურველია, საჭიროების შემთხვევაში შეეძლოს მცირე საზეინკლო სამუშაოების შესრულება;
- პასუხისმგებლობის გრძნობა;
- სიახლეებთან სწრაფად ადაპტირების უნარი;
- გუნდური მუშაობა;
- დეტალებზე ორიენტირებულობა;
ჰანიველ ცემენტში თანამშრომლებზე ზრუნვა რეალური ფასეულობაა. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ გუნდის თითოეულმა წევრმა იგრძნოს სტაბილურობა, მხარდაჭერა და ჰქონდეს განვითარების მუდმივი შესაძლებლობა.
ამ მიდგომის მნიშვნელოვანი ნაწილი არის ბენეფიტების სისტემა, რომელიც მოიცავს:
- სრულად ანაზღაურებად დეკრეტულ შვებულებას ორივე მშობლისთვის;
- ჯანმრთელობისა და სიცოცხლის პრემიუმ დაზღვევას საუკეთესო პირობებით ყველა თანამშრომლისთვის;
- კვების უზრუნველყოფას - ცემენტის ქარხნებში სრულად;
- დამატებით დასვენების დღეებსა და დამატებით ანაზღაურებად შვებულებას;
- ფინანსურ მხარდაჭერას ბავშვის შეძენის შემთხვევაში;
- პროფესიული განვითარების შესაძლებლობებს და საჭირო ტრენინგებს კარიერული ზრდისთვის;
ჩვენი მიზანია, შევქმნათ სამუშაო სივრცე, სადაც კომფორტი, უსაფრთხო გარემო და მოტივაცია ყოველდღიურობის ნაწილია.