ანალიტიკოსი
კომპანია „სისიემეი გრუპი“ აცხადებს ვაკანსიას ანალიტიკოსის პოზიციაზე.
ანაზღაურება: შეთანხმებით
ლოკაცია: ქ. თბილისი
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი 10:00-19:00. შაბათ-კვირა დასვენება
ფუნქცია-მოვალეობები:
- ყველა საქონლის, პროდუქტის, SKU-ის შექმნისა და მართვის კოორდინაცია;
- პროდუქტის შესახებ სრული და სწორი ინფორმაციის გაწერა, როგორიცაა პროდუქტის დასახელება და ალტერნატიული დასახელება, არტიკული / SKU კოდი, წონა, ზომები, შეფუთვა, ერთეული, კატეგორია და სხვა მახასიათებლები;
- პროდუქტის მონაცემების სიზუსტის კონტროლი სისტემაში;
- მონაცემთა შეცდომების, დუბლირების და შეუსაბამობების დროული გამოვლენა და გამოსწორება;
- პროდუქტის მონაცემების ერთიანი სტანდარტების დანერგვა და დაცვა;
- მომწოდებლების მიერ მოწოდებული პროდუქტის დოკუმენტაციის შემოწმება;
- შემოსული პროდუქციის სააღრიცხვო სისტემაში ასახვა;
- გაყიდვების შეკვეთების გაერთიანება პროდუქტის მიხედვით;
- შეკვეთების გადაცემა ბაიერებისთვის შესყიდვის დაგეგმვის მიზნით;
- შესყიდვის შეკვეთების შექმნისა და განთავსების მხარდაჭერა;
- პროდუქტის მონაცემებთან დაკავშირებული საკითხების ოპერატიული გადაწყვეტა;
- პროდუქტის მონაცემების შესაბამისობის უზრუნველყოფა მარაგებთან;
- პროდუქტისა და SKU-ების შესახებ რეპორტების მომზადება;
- მარაგებთან დაკავშირებული მონაცემთა ანალიზის მხარდაჭერა;
- საქონლის მონაცემებთან დაკავშირებული პროცესების აღწერა და გაუმჯობესება;
- ახალი პროდუქტის დანერგვის პროცესის სტანდარტიზაცია;
- შიდა გუნდებისთვის პროდუქტის მონაცემების პროცესებზე კონსულტაცია.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება;
- აუცილებელია უმაღლესი განათლება ეკონომიკის, ბიზნესის ადმინისტრიების განხრით;
- Excel მაღალ დონეზე ცოდნა;
- აუცილებელია ინგლისური და რუსული ენის (B2-C1) ცოდნა;
- კომპიუტერული პროგრამების ცოდნა.
საჭირო უნარ-ჩვევები:
- კომუნიკაბელურობა;
- დეტალებზე ორიენტირებულობა;
- ორგანიზებულობა;
- პრეზენტაბელურობა;
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა.