AML ოფიცერი — სოფტგენი

სოფტგენი

AML ოფიცერი

შეთანხმებით ახალი ადგილზე სრული განაკვეთი

კომპანია "სოფტგენი" აცხადებს ვაკანსიას AML ოფიცრის პოზიციაზე (Full Time).

კატეგორია: საფინანსო სექტორი - AML ოფიცერი

სამუშაოს ადგილმდებარეობა: თბილისი

სამუშაო საათები: 10:00-19:00 (ორშაბათი-პარასკევი)

სამუშაოს აღწერა და ფუნქცია-მოვალეობები:

  • AML/CFT პოლიტიკებისა და პროცედურების დანერგვაში და გაუმჯობესებაში მონაწილეობის მიღება მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად;
  • რისკებზე დაფუძნებული მიდგომით ბიზნესის მხარდაჭერა;
  • კლიენტებისა და მათი ტრანზაქციების ყოველდღიური მონიტორინგი;
  • მარეგულირებელი ცვლილებების შესახებ ინფორმაციის შეგროვება და უფროსი გუნდისთვის გაზიარება;
  • წინასწარ განსაზღვრული კატეგორიის კლიენტებისა და ტრანზაქციების ავტორიზაციის პროცესში მონაწილეობა;
  • კლიენტების საერთაშორისო შესაბამის სიებში გადამოწმება და შედეგების შეფასება;
  • უჩვეულო და საეჭვო ოპერაციების იდენტიფიკაცია, ანალიზი და ანგარიშგებაში მონაწილეობის მიღება;
  • სხვა სტრუქტურული ერთეულებისგან მიღებული ინფორმაციის ანალიზში მხარდაჭერა;
  • მონიტორინგს დაქვემდებარებული ოპერაციების შესახებ ინფორმაციის მომზადება ფინანსური მონიტორინგის სამსახურისთვის;
  • ფაილებისა და მონაცემების კანონით დადგენილი წესით შენახვის უზრუნველყოფა;
  • AML დეპარტამენტის უფროსისგან მიღებული ცალკეული დავალებების შესრულება;
  • შიდა გუნდებთან და პარტნიორებთან თანამშრომლობა;
  • სხვა საოპერაციო ამოცანების შესრულება.

პიროვნული უნარები:

  • საკანონმდებლო სიახლეებისა და ახალი ტექნოლოგიების სწრაფად ათვისების უნარი;
  • ანალიტიკური აზროვნება;
  • სამუშაოს ვადის განსაზღვრა და მისი ეფექტური მართვის უნარი;
  • რამდენიმე დამკვეთის ამოცანაზე პარალელურად მუშაობის უნარი;
  • დამოუკიდებლად და გუნდურად მუშაობის უნარი;
  • ორგანიზებულობა, პუნქტუალობა, დისციპლინირებულობა.

განათლება:

  • უმაღლესი განათლება - ბაკალავრის ხარისხი სამართალმცოდნეობაში ან ფინანსური/ეკონომიკური მიმართულებით

ცოდნა და გამოცდილება:

  • საბანკო ან/და არასაბანკო ფინანსური ინსტიტუტების საქმიანობის მარეგულირებელი კანონმდებლობის ცოდნა;
  • ფულის გათეთრების და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ საკანონმდებლო მოთხოვნებისა და საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკის ძალიან კარგი ცოდნა;
  • საერთაშორისო სანქციებთან შესაბამისობის მოთხოვნებისა და კონტროლის მექანიზმების ცოდნა.

დამატებითი უპირატესობა:

  • უპირატესობა მიენიჭებათ საბანკო-საფინანსო სფეროში პროფილურ პოზიციაზე (AML ოფიცერი) საქმიანობის გამოცდილების მქონე პირებს

ხელფასი: ანაზღაურება კვალიფიკაციის შესაბამისად (დამატებით - სამედიცინო დაზღვევა).

მსგავსი ვაკანსიები

შეიძლება დაგაინტერესოთ