AML მონიტორინგისა და ონბორდინგის სპეციალისტი
HashBank არის თანამედროვე ბანკი თანამედროვე ცხოვრებისთვის, ჩვენ ვქმნით თანამედროვე, მომხმარებელზე ორიენტირებულ, რევოლუციურ პროდუქტს და ვცვლით წარმოდგენას საბანკო ინდუსტრიის შესახებ.
ჩვენს გუნდში ვეძებთ გამოცდილ, მოტივირებულ, მაღალი სამუშაო ეთიკის მქონე ადამიანებს კორპორატიული კულტურის ძლიერი შეგრძნებით, რომლებიც მზად არიან ახალი გამოწვევებისთვის.
რას გთავაზობთ ჩვენ:
- ჯანმრთელობის დაზღვევა - სრული დაფინანსებით პირველივე სამუშაო დღიდან;
- Birthday Day Off - დამატებითი ანაზღაურებადი დასვენების დღე თქვენს დაბადების დღეზე;
- Day Off - დამატებითი 3 ანაზღაურებადი გამოსასვლელი დღე წლის განმავლობაში პირადი დროისთვის;
- განსაკუთრებული ფასდაკლებები ფიტნეს დარბაზებში, სასტუმროებსა და სხვადასხვა კვების ობიექტში;
- ფინანსური მხარდაჭერა მნიშვნელოვანი ცხოვრებისეული მოვლენების დროს - დაოჯახების და შვილის შეძენის შემთხვევაში;
- პროფესიული განვითარების შესაძლებლობები;
- საკვალიფიკაციო ტრენინგების დაფინანსება.
სამუშაო პირობები:
პოზიციის დასახელება: AML მონიტორინგისა და ონბორდინგის სპეციალისტი (ღამის ცვლა)
სამუშაო განრიგი: დისტანციური, ღამის ცვლა.
ოფისის მისამართი: თბილისი, ვაჟა-ფშაველას გამზირი.
ძირითადი მოვალეობები:
- წინასწარ განსაზღვრული კატეგორიის კლიენტების იდენტიფიკაცია/ვერიფიკაცია და ანგარიშის გახსნის ავტორიზება;
- წინასწარ განსაზღვრული ტიპის ტრანზაქციების/მომსახურებების შესრულების ავტორიზება;
- კლიენტებისა და ტრანზაქციების საერთაშორისო სანქციებისა და სხვა შესაბამის სიებში გადამოწმება, მიღებული ინფორმაციის შეფასება და შესაბამისი გადაწყვეტილებების მიღება;
- კლიენტებისა და ტრანზაქციების AML/CFT მონიტორინგის განხორციელება, შესრულებული ოპერაციების კონტროლი და ანალიზი;
- უჩვეულო და საეჭვო ოპერაციების გამოვლენა, ანალიზი და შესაბამისი რეაგირება;
- აღნიშნულ პოზიციასთან დაკავშირებული სხვა ფუნქციებისა და დავალებების შესრულება.
სავალდებულო მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება იურიდიული, ეკონომიკის, ბიზნესის ადმინისტრირების ან მსგავსი მიმართულებით;
- ინგლისური ენის ცოდნა.
სასურველია:
- მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება;
- კომერციული ბანკების საქმიანობის მარეგულირებელი საკანონმდებლო მოთხოვნების ცოდნა;
- ფულის გათეთრების და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ საკანონმდებლო მოთხოვნების და საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკის ცოდნა.
პიროვნული უნარები:
- ანალიტიკური აზროვნება;
- დეტალებზე ორიენტირებულობა;
- ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
- კრიტიკულ სიტუაციაში სწრაფი რეაგირებისა და გადაწყვეტილების დამოუკიდებლად მიღების უნარი.
განაცხადის მიღების ბოლო ვადაა 7 აგვისტო, 2026.
დამატებითი ინფორმაცია:
გაცნობებთ, რომ სს "ჰეშ ბანკი" ახორციელებს კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავებას, ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ასევე შესაძლოა დამუშავდეს სამომავლო ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ინახება არაუმეტეს 3 წლის ვადით.
კანდიდატის მიერ სს "ჰეშ ბანკისთვის" წარდგენილი განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემების დამუშავება მოხდება შრომითი ვალდებულებების და ურთიერთობის ხასიათიდან გამომდინარე, მათ შორის, დასაქმების თაობაზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების მიზნით.
სს "ჰეშ ბანკი" კანდიდატთა შერჩევის პროცესს ახორციელებს დისკრიმინაციის ყველა ფორმით აღმოფხვრის შესახებ კანონის, შრომითი კანონმდებლობის მოთხოვნებისა და პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების დაცვით და გამორიცხავს პირთა მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით.