AML და შესაბამისობის მიმართულების ხელმძღვანელი — გირო კრედიტი

გირო კრედიტი — ლოგო
გირო კრედიტი

AML და შესაბამისობის მიმართულების ხელმძღვანელი

შეთანხმებით ახალი ადგილზე სრული განაკვეთი

მიკროსაფინანსო ორგანიზაცია "გირო კრედიტი" აცხადებს ვაკანსიას AML და შესაბამისობის მიმართულების ხელმძღვანელის (Head Of AML & Compliance) პოზიციაზე.

სამუშაოს ადგილმდებარეობა: თბილისი (on-site).

ანაზღაურება: განისაზღვრება ინდივიდუალურად კვალიფიკაციიდან გამომდინარე.

სამუშაო საათები: 10:00-19:00 (ორშაბათი-პარასკევი).

ბენეფიტები:

  • სამედიცინო დაზღვევა;
  • დაბადების დღის დანამატი.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება, სამართლის, ფინანსების, ეკონომიკის ან მონათესავე სფეროში;
  • AML & Compliance მიმართულებით მუშაობის მინიმუმ 5 წლიანი გამოცდილება, საბანკო ან მიკროსაფინანსო სექტორში;
  • ინგლისური ენის პროფესიული დონე ცოდნა;
  • საოფისე კომპიუტერული პროგრამების მაღალ დონეზე ცოდნა (MS Office);
  • CAMS (Certified Anti-Money Laundering Specialist) ან ICA სერტიფიკატი ჩაითვლება უპირატესობად.

ძირითადი მოვალეობები:

  • კომპანიის ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების წინააღმდეგ ბრძოლის სტრატეგიის შემუშავება და დანერგვა;
  • პარტნიორ ფინანსურ ინსტიტუტებთან, მარეგულირებელ და სხვა შესაბამის ორგანოებთან კომუნიკაცია;
  • ორგანიზაციის მასშტაბით AML/CTF რისკების შეფასება და მართვა;
  • შიდა პოლიტიკების, კონტროლის მექანიზმებისა და პროცედურების მონიტორინგი და კანონმდებლობასთან შესაბამისობის უზრუნველყოფა;
  • KYC/CDD პროცესების, ტრანზაქციების მონიტორინგისა და სქრინინგის სისტემების მართვა და ეფექტიანობის უზრუნველყოფა;
  • ანგარიშის მომზადება და წარდგენა ხელმძღვანელობისთვის;
  • თანამშრომელთა სწავლება და შესაბამისობის კულტურის ჩამოყალიბების ხელშეწყობა.

პიროვნული უნარები:

  • დამარწმუნებელი, არგუმენტირებული და გამართული ვერბალური კომუნიკაციის უნარი;
  • ანალიტიკური აზროვნების უნარი;
  • გუნდური მუშაობის უნარი;
  • შრომისმოყვარე, ენერგიული, მიზანსწრაფული;
  • პასუხისმგებლობის გრძნობის მქონე.