ამერიკის ავტოაუქციონებზე შემსყიდველი პირი - ბიდერი
ავტოიმპორტიორი კომპანიაა "IndigoCars", რომელიც საქართველოს ბაზარზე ოპერირებს 5 წელია. კომპანია წარმოადგენს საერთაშორისო ბრენდების ოფიციალურ პარტნიორს საქართველოში და მომხმარებელს სთავაზობს მანქანის შეძენასთან დაკავშირებულ ხარისხიან, ეფექტურ და გამართულ მომსახურებას. კომპანია სანდო და სტაბილური პარტნიორებისა და მომხმარებლებისათვის შეთავაზებული ავტოექსპერტების დახმარებით უზრუნველყოფს როგორც ავტომობილის შერჩევას, ასევე მის ტრანსპორტირებას საქართველომდე.
ავტოიმპორტიორი კომპანია "IndigoCars" აცხადებს ვაკანსიას ამერიკის ავტოაუქციონებზე შემსყიდველი პირის (ბიდერი) პოზიციაზე თბილისში.
სამუშაო განაკვეთი და ანაზღაურება:
ანაზღაურება: 1500 ლარი + ბონუსი
სამუშაო ადგილი: თბილისი
განაკვეთი: ორშაბათი-პარასკევი, 17:00 - 02:00 საათამდე
ძირითადი ფუნქციები:
- ავტო აუქციონზე მონაწილეობის მიღება;
- გაყიდვების მენეჯერთან და მომხმარებელთან კომუნიკაცია აუქციონზე მონაწილეობის დეტალების დასაზუსტებლად;
- ავტომობილის საბუთების ვარგისიანობის გადამოწმება;
- საინფორმაციო დოკუმენტაციის გენერირება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება (სასურველია);
- საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა (MS Word; MS Excel - მომხმარებლის დონეზე);
- სავალდებულოა მსგავს სფეროში მუშაობის გამოცდილება;
- სასურველია ინგლისური (B 2 დონე) და რუსული ენების ცოდნა;
პიროვნული მახასიათებლები:
- კომუნიკაბელურობა;
- ორგანიზებულობა;
- პასუხისმგებლობის უნარი;
- დეტალებზე ორიენტირება;
- სხარტი აზროვნება;
- გუნდური მუშაობის უნარი;
კომპანია დასაქმებულს სთავაზობს სტაბილურ და საინტერესო გარემოში მუშაობას, განვითარების შესაძლებლობას და მაღალი სტანდარტის სამუშაო პირობებს.
ბენეფიტები:
- ჯანმრთელობის დაზღვევა;
- ფიტპასი;