ამერიკის ავტოაუქციონებზე შემსყიდველი პირი / ბიდერი — IndigoCars

IndigoCars — ლოგო
IndigoCars

ამერიკის ავტოაუქციონებზე შემსყიდველი პირი / ბიდერი

₾1500 ახალი ადგილზე სრული განაკვეთი

"Indigo Cars" საერთაშორისო ლოჯისტიკური კომპანიაა, რომელიც 10-წლიანი გამოცდილებით უზრუნველყოფს ავტომობილების აშშ-ში შეძენასა და ტრანსპორტირებას საქართველოში, ევროპასა და აზიაში.

"Indigo Cars" წარმოადგენს საერთაშორისო ბრენდების ოფიციალურ პარტნიორს და მომხმარებელს სთავაზობს სანდო, სწრაფ და ხარისხიან მომსახურებას. ჩვენი გუნდი აერთიანებს პროფესიონალებს, რომლებიც ავტომობილის შერჩევის, შეძენისა და მიწოდების სრულ პროცესს მართავენ.

კომპანიის სათავო ოფისი მდებარეობს აშშ-ში, ნიუ ჯერსიში, ხოლო რეგიონული ოფისები ფუნქციონირებს თბილისში, გორში, მარნეულში, ქუთაისში, ბათუმსა და ფოთში.

"Indigo Cars" მუდმივ განვითარებაზეა ორიენტირებული - ვნერგავთ მომხმარებელთა საჭიროებებზე მორგებულ ინოვაციურ მომსახურების სერვისებს და ვქმნით ახალ სამუშაო ადგილებს.

ავტოიმპორტიორი კომპანია "IndigoCars" აცხადებს ვაკანსიას ამერიკის ავტოაუქციონებზე შემსყიდველი პირის (ბიდერი) პოზიციაზე თბილისში.

სამუშაო განაკვეთი და ანაზღაურება:

ანაზღაურება: 1500 ლარი + ბონუსი

სამუშაო ადგილი: თბილისი

განაკვეთი: ორშაბათი-პარასკევი, 17:00 - 02:00 საათამდე

ძირითადი ფუნქციები:

  • ავტო აუქციონზე მონაწილეობის მიღება;
  • გაყიდვების მენეჯერთან და მომხმარებელთან კომუნიკაცია აუქციონზე მონაწილეობის დეტალების დასაზუსტებლად;
  • ავტომობილის საბუთების ვარგისიანობის გადამოწმება;
  • საინფორმაციო დოკუმენტაციის გენერირება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება (სასურველია);
  • საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა (MS Word; MS Excel - მომხმარებლის დონეზე);
  • სავალდებულოა მსგავს სფეროში მუშაობის გამოცდილება;
  • სასურველია ინგლისური (B 2 დონე) და რუსული ენების ცოდნა;

პიროვნული მახასიათებლები:

  • კომუნიკაბელურობა;
  • ორგანიზებულობა;
  • პასუხისმგებლობის უნარი;
  • დეტალებზე ორიენტირება;
  • სხარტი აზროვნება;
  • გუნდური მუშაობის უნარი.

კომპანია დასაქმებულს სთავაზობს სტაბილურ და საინტერესო გარემოში მუშაობას, განვითარების შესაძლებლობას და მაღალი სტანდარტის სამუშაო პირობებს.

ბენეფიტები:

  • ჯანმრთელობის დაზღვევა;
  • ფიტპასი.