ამანათების დახარისხების სპეციალისტი
ჩვენ ვართ დინამიკური ლოგისტიკური კომპანია. ვეძებთ მოქნილ და ენერგიულ გუნდის წევრს ამანათების დახარისხების პოზიციაზე საწყობში.
ამანათების დახარისხების სპეციალისტი
ძირითადი მოვალეობები: კომპანიის ყოველდღიური საჭიროებებიდან გამომდინარე, თქვენი მოვალეობები გადანაწილდება როგორც საწყობის, ისე ოფისის მიმართულებით:
- სასაწყობო ოპერაციები: ამანათების მიღება, სორტირება/დახარისხება და მომხმარებლებზე გაცემა;
- მობრუნებული ამანათების მართვა: უკან დაბრუნებული (Return) გზავნილების მიღება, სისტემური აღრიცხვა და შემდგომი პროცესინგი;
- სისტემური კორექტირება: არასწორად მონიშნული/მისამართებული ზონების იდენტიფიცირება და ბაზაში მათი გასწორება;
- პრობლემური ამანათების მოგვარება: გაჭედილი ან პრობლემური გზავნილების დროული მოძიება და შიდა საოპერაციო საკითხების მოგვარება;
- კურიერების მხარდაჭერა და დისპეტჩერიზაცია: კურიერებთან მუდმივი კომუნიკაცია და საჭიროების შემთხვევაში, კომპანიის საწყობიდან ამანათების გატანის/გაცემის პროცესში აქტიური ჩართვა;
- მიმდინარე საოფისე დავალებები: საქმის დატვირთვიდან გამომდინარე, ადმინისტრაციული და საოფისე დავალებების შესრულება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- კომპიუტერული პროგრამების (განსაკუთრებით Excel-ის) სამუშაო დონეზე ფლობა (მონაცემების ბაზაში შესაყვანად);
- ინგლისური ენის ცოდნა (ჩაითვლება უპირატესობად);
- ლოგისტიკის სფეროში, საწყობში ან მონაცემთა ბაზებთან მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად.
- პიროვნული თვისებები (რასაც ყველაზე მეტად ვაფასებთ):
- მაქსიმალური მულტიფუნქციურობა და მოქნილობა: მზაობა, რომ დღის განმავლობაში შეათავსოს როგორც მუშაობა საწყობში, ისე საოფისე/სისტემური საქმე კომპიუტერთან;
- დეტალებზე ორიენტირებულობა და სიზუსტე (განსაკუთრებით ზონების გასწორებისა და აღრიცხვის დროს);
- სტრესულ და სწრაფად ცვალებად გარემოში მუშაობისა და გადაწყვეტილებების სწრაფად მიღების უნარი;
- კარგი კომუნიკაციის უნარი (კურიერებთან და გუნდთან სამუშაოდ).
პირობები, გრაფიკი და ლოკაცია:
- სამუშაო გრაფიკი: კვირაში 6 სამუშაო დღე, (კვირაში 40 საათი);
- სამუშაო ლოკაცია: კახეთის გზატკეცილი 33ა;
- ანაზღაურება: 1500 ლარი
რას გთავაზობთ ჩვენ:
- დინამიკურ სამუშაო გარემოს;
- ლოგისტიკის, საწყობის მენეჯმენტისა და back-office-ის ოპერაციების მრავალმხრივი გამოცდილების მიღების შესაძლებლობას;
- კარიერული ზრდის პერსპექტივას.