აქტივების მონიტორინგის მენეჯერი / კორპორაციული რისკების დეპარტამენტში — თიბისი ლიზინგი

თიბისი ლიზინგი — ლოგო
თიბისი ლიზინგი

აქტივების მონიტორინგის მენეჯერი / კორპორაციული რისკების დეპარტამენტში

შეთანხმებით ახალი თბილისი · ადგილზე სრული განაკვეთი

სს „თიბისი ლიზინგი“ აცხადებს ვაკანსიას აქტივების მონიტორინგის მენეჯერის პოზიციაზე (კორპორაციული რისკების დეპარტამენტში).

მდებარეობა: თბილისი / მცხეთა

სამუშაო განაკვეთი: სრული (ორშაბათი - პარასკევი)

სამუშაო საათები: 09:30-18:30 (შესვენება 1 საათი)

ჩვენთან დასაქმების შემთხვევაში გთავაზობთ:

  • ჯანმრთელობის დაზღვევას;
  • დანაზოგის შექმნას საპენსიო ფონდისთვის;
  • თანამშრომლისთვის განკუთვნილ სპეციალურ შეთავაზებებს სხვადასხვა პროდუქტზე.

ძირითადი მოვალეობები და ფუნქციები:

  • მოძრავი ქონების სისტემური მონიტორინგის განხორციელება;
  • აქტივების ადგილზე დათვალიერება, ვიზუალური დოკუმენტირება (ფოტო/ვიდეო მასალა) და მონიტორინგის დასკვნის მომზადება;
  • შესაბამისი ბაზებისა და დოკუმენტაციის შექმნა;
  • მოძრავი ქონების ბაზრის კვლევა და ანალიზი;
  • პერიოდული რეპორტების (ყოველკვირეული; ყოველთვიური) მომზადება და წარდგენა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება;
  • სასურველია მინიმუმ 1-წლიანი სამუშაო გამოცდილება აქტივების მონიტორინგის მიმართულებით;
  • აქტივებთან, მსუბუქ და/ან მძიმე ტექნიკასთან მუშაობის გამოცდილება და ტექნიკური ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად;
  • აუცილებელია B კატეგორიის მართვის მოწმობა;
  • სასურველია ინგლისური ენის ცოდნა საშუალო დონეზე;
  • Microsoft Office-ის პროგრამების ცოდნა საბაზისო დონეზე.

პიროვნული თვისებები და საჭირო უნარები:

  • ეფექტური კომუნიკაცია;
  • სამუშაოს დაგეგმვა და პრიორიტეტების სწორად განსაზღვრა;
  • მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
  • დროის ეფექტურად მართვა;
  • გუნდური მუშაობა.