აკადემიური უნარების თერაპევტი
"პირველი ნაბიჯი" აცხადებს ვაკანსიას აკადემიური უნარების თერაპევტის პოზიციაზე აკადემიური უნარების განვითარების პროგრამაში.
"პირველი ნაბიჯი" ზრუნავს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვებზე და მოზარდებზე.
ადგილმდებარეობა: თბილისი, ისნის ფილიალი
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის ბაკალავრი - დაწყებითი განათლების მასწავლებელი ან ფსიქოლოგიის ბაკალავრი
- საოფისე პროგრამების ცოდნა
აუცილებელი მოთხოვნები:
- ბავშვის კოგნიტური და აკადემიური უნარების ცოდნა
- გუნდური მუშაობის გამოცდილება
- ბავშვთან და ოჯახთან კომუნიკაციის ეფექტური უნარები
- ტრენინგ კურსები ბავშვის განვითარების მიმართულებით
სამუშაოს აღწერა:
- ბავშვთან ინდივიდუალური თერაპიული სესიის ჩატარება
- სუპერვაიზორის მიერ გაწერილი პროგრამით ბავშვთან და ოჯახთან მუშაობა
- ყოველკვირეული სუპერვიზიის დროს მუშაობის პროცესის/შედეგების წარდგენა.
განცხადებების მიღების ბოლო ვადა 6 ივლისი, 2026