აკადემიური თანამდებობები- თბილისი, ბათუმი
"გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტი" აცხადებს კონკურსს 2026 წლის 17 ივნისიდან პროფესორის, ასოცირებული პროფესორის, ასისტენტ-პროფესორის, ასისტენტის აკადემიურ თანამდებობაზე, სამართლის, საჯარო მმართველობისა და პოლიტიკის, ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა, ბიზნესისა და მართვის, სტომატოლოგიის სკოლებში საგანმანათლებლო-სამეცნიერო პროგრამის განხორციელებისათვის შემდეგი მიმართულებებით:
- 1) საჯარო მმართველობისა და პოლიტიკის სკოლა
- საჯარო მმართველობა - ასოცირებული პროფესორი-ერთი საშტატო ერთეული
- 2) ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა სკოლა
- პედაგოგიკა - პროფესორი-ერთი საშტატო
- ქართული კულტურა და მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობა - პროფესორი-ერთი საშტატო ერთეული
- კლინიკური ფსიქოლოგია - პროფესორი-ორი საშტატო ერთეული
- სამოქალაქო საზოგადოების განვითარება - ასოცირებული პროფესორი-ერთი საშტატო ერთეული
- კოგნიტური ფსიქოლოგია - ასისტენტი-ერთი საშტატო ერთეული
- 3) სამართლის სკოლა
- კრიმინოლოგია - პროფესორი - ერთი საშტატო ერთეული
- საერთაშორისო და საკონსტიტუციო სამართალი - ასოცირებული პროფესორი-ერთი საშტატო ერთეული
- საერთაშორისო საჯარო სამართალი - ასოცირებული პროფესორი-ერთი საშტატო ერთეული
- 4) ბიზნესისა და მართვის სკოლა
- ფინანსური მენეჯმენტი - პროფესორი -ორი საშტატო ერთეული
- ოპერაციათა მენეჯმენტი - ასისტენტ-პროფესორი -ერთი საშტატო ერთეული
- მასპინძლობის მენეჯმენტი/ტურიზმი - ასოცირებული პროფესორი-ორი საშტატო ერთეული
- საგადასახადო საქმე - ასოცირებული პროფესორი-ორი საშტატო ერთეული, ასისტენტ-პროფესორი -ორი საშტატო ერთეული
- სტრატეგიული მენეჯმენტი - ასოცირებული პროფესორი-ორი საშტატო ერთეული
- ციფრული მარკეტინგი - პროფესორი-ორი საშტატო ერთეული
- ელექტრონული კომერცია - ასოცირებული პროფესორი-ორი საშტატო ერთეული
- მომსახურების მარკეტინგი - ასოცირებული პროფესორი-ორი საშტატო ერთეული
- კონტენტმარკეტინგი - ასოცირებული პროფესორი-ორი საშტატო ერთეული
- B2B მარკეტინგი - ასოცირებული პროფესორი-ერთი საშტატო ერთეული, ასისტენტ-პროფესორი -ორი საშტატო ერთეული
- საძიებო სისტემების ოპტიმიზაცია - ასისტენტ-პროფესორი -ორი საშტატო ერთეული
- მომხმარებელთან ურთიერთობის მენეჯმენტი - ასისტენტ-პროფესორი -ორი საშტატო ერთეული
- მენეჯმენტი ასისტენტ-პროფესორი - ერთი საშტატო ერთეული
- ფინანსები - ასისტენტ-პროფესორი-ერთი საშტატო ერთეული
- ინფორმაციული ტექნოლოგიები - ასისტენტ-პროფესორი-ერთი საშტატო ერთეული
- 5) ციფრული მარკეტინგის ინგლისურენოვანი საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამები
- ციფრული მარკეტინგი - პროფესორი-სამი საშტატო ერთეული
- ელექტრონული კომერცია - ასოცირებული პროფესორი-ორი საშტატო ერთეული
- კონტენტმარკეტინგი - ასოცირებული პროფესორი-ორი საშტატო ერთეული
- საძიებო სისტემების ოპტიმიზაცია - ასისტენტ-პროფესორი -ორი საშტატო ერთეული
- მომხმარებელთან ურთიერთობის მენეჯმენტი - ასისტენტ-პროფესორი -ორი საშტატო ერთეული
- 6) კომპიუტერული მეცნიერებების ინგლისურენოვანი საბაკალავრო პროგრამა
- კიბერუსაფრთხოება - პროფესორი - ერთი საშტატო ერთეული;
- კომპიუტერული მეცნიერებები - პროფესორი-სამი საშტატო ერთეული, ასოცირებული პროფესორი-სამი საშტატო ერთეული
- 7) სტომატოლოგიის სკოლა
- სამედიცინო ბიოფიზიკა - ასოცირებული პროფესორი-ერთი საშტატო ერთეული
ბათუმის წარმომადგენლობა:
- 1) სამართლის სკოლა
- საჯარო სამართალი - ასოცირებული პროფესორი-ერთი საშტატო ერთეული
- კერძო სამართალი - ასისტენტი-ერთი საშტატო ერთეული
- 2) საჯარო მმართველობისა და პოლიტიკის სკოლა
- საჯარო მმართველობა - ასისტენტ- პროფესორი-ერთი საშტატო ერთეული
- 3) ბიზნესისა და მართვის სკოლა
- მენეჯმენტი - ასოცირებული პროფესორი-ერთი საშტატო ერთეული
- 4) ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა სკოლა
- კულტუროლოგია - ასოცირებული პროფესორი-ერთი საშტატო ერთეული
- აკადემიური წერა, კრიტიკული აზროვნება - ასისტენტ-პროფესორი -ერთი საშტატო ერთეული
- საქართველოსა და ცივილიზაციის ისტორია - ასისტენტ-პროფესორი-ერთი საშტატო ერთეული
შერჩევა:
- 1. პროფესორის აკადემიურ თანამდებობაზე, 5 (ხუთი) წლის ვადით შეიძლება არჩეულ იქნას დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე პირი, არანაკლებ 6 წლის სამეცნიერო-პედაგოგიური გამოცდილებით,
- 2. ასოცირებული პროფესორების თანამდებობაზე, 5 (ხუთი) წლის ვადით, შეიძლება არჩეულ იქნას დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე პირი, არანაკლებ 3 წლის სამეცნიერო - პედაგოგიური გამოცდილებით,
- 3. ასისტენტ-პროფესორის თანამდებობაზე შეიძლება არჩეულ იქნას დოქტორის აკადემიური ან მასთან გათანაბრებული ხარისხის მქონე პირი 4 (ოთხი) წლის ვადით,
- 4. ასისტენტის აკადემიურ თანამდებობაზე შეიძლება არჩეულ იქნას დოქტორანტი 3 (სამი) წლის ვადით.
პროფესორის, ასოცირებული პროფესორის, ასისტენტ-პროფესორის, ასისტენტის აკადემიური თანამდებობის დაკავება, ღია კონკურსის წესით შესაძლებელია, ასევე პროფესიული ნიშნით.
პროფესიული ნიშნით აკადემიურ თანამდებობაზე ასარჩევად კანდიდატმა უნდა დააკმაყოფილოს შემდეგი მოთხოვნები/კრიტერიუმები : პროფესორად შეიძლება არჩეულ იქნას პირი, რომელსაც აქვს შესაბამის დარგში/ სფეროში წამყვან პოზიციებზე მუშაობის არანაკლებ, 6 წლის, ხოლო ასოცირებულ პროფესორად-პროფესიულ სფეროში მუშაობის არანაკლებ, 5 წლის გამოცდილება. ორივე შემთხვევაში მათი კვალიფიკაცია უნდა დასტურდებოდეს სპეციალური მომზადებით ან/და პუბლიკაციებით. ასისტენტ-პროფესორად შეიძლება არჩეულ იქნას პირი, რომელსაც აქვს შესაბამის დარგში/სფეროში მუშაობის არანაკლებ 4 წლის გამოცდილება და მისი კვალიფიკაცია დასტურდება სპეციალური მომზადებით ან/და პუბლიკაციებით. ასისტენტად შეიძლება არჩეულ იქნას პირი, რომელსაც აქვს შესაბამის დარგში/სფეროში მუშაობის არანაკლებ 2 წლის გამოცდილება.
შესარჩევი კონკურსი წარიმართება წარმოდგენილი დოკუმენტების ანალიზისა და, საჭიროების შემთხვევაში (ზოგიერთი ასპექტის დაზუსტების მიზნით), გასაუბრების, საჯარო ლექციის ჩატარების საფუძველზე.
პროფესორის, ასოცირებული პროფესორის, ასისტენტ-პროფესორის, ასისტენტის კონკურსი, აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად, ეფუძნება შემდეგ კრიტერიუმებს/ინდიკატორებს:
- სამეცნიერო აკადემიური ხარისხი;
- სამუშაო გამოცდილება (მუშაობის სტაჟი);
- დოქტორანტის ხელმძღვანელობა/ რეცენზენტობა;
- ადმინისტრაციულ/აკადემიურ თანამდებობაზე მუშაობის გამოცდილება;
- დამატებითი აკადემიური პასუხისმგებლობა/ფუნქცია (პროგრამის ხელმძღვანელობა, მიმართულების ხელმძღვანელობა, სასწავლო დისციპლინის ხელმძღვანელობა, სტუდენტთა სამეცნიერო გაერთიანების ხელმძღვანელობა/ინდივიდუალური სამეცნიერო ხელმძღვანელობა (მათ შორის საბაკალავრო საფეხურზე სამეცნიერო მოხსენების მოსამზადებლად); აკადემიური საბჭოს წევრობა, სადისერტაციო საბჭოს/კომისიის წევრობა და სხვ.);
- პროფესიული განვითარება (ტრენინგები, სემინარები...);
- საგრანტო კვლევითი პროექტი
- მონოგრაფია/სახელმძღვანელო/სამეცნიერო სტატია (ადგილობრივ ან/და საერთაშორისო გამოცემებში);
- ციტირების ინდექსი
- საერთაშორისო ან/და ადგილობრივ აკადემიურ/სამეცნიერო ფორუმებში მონაწილეობა;
- საერთაშორისო ან/და ადგილობრივი აკადემიური/სამეცნიერო ორგანიზაციის წევრობა;
- სახელისუფლებო/არასამთავრობო დროებითი/მუდმივმოქმედი კომისიების მუშაობაში მონაწილეობა
კონკურსანტთა მონაცემების განხილვის დროს, უპირატესობა მიენიჭება იმ პირებს, რომლებიც განაცხადებენ თანხმობას, უნივერსიტეტთან აფილირების შესახებ.
პროფესორის, ასოცირებული პროფესორის, ასისტენტ-პროფესორის და ასისტენტის თანამდებობაზე კანდიდატების შესაბამისობის დადგენის/განსაზღვრის მიზნით, კონკურსანტებმა უნდა წარმოადგინონ:
- ა) განცხადება საკონკურსო კომისიის სახელზე;
- ბ) პირადობის მოწმობის ასლი;
- გ) თანხმობა პერსონალურ მონაცემთა დამუშავებაზე;
- დ) ავტობიოგრაფია - CV (ელექტრონული ვერსია), CV -ში შეტანილი ინფორმაციის შესაბამისი დამადასტურებელი დოკუმენტების დანართით;
- ე) ორი ფოტოსურათი;
- ვ) განათლების, შესაბამისი აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დოკუმენტების ასლი; (უცხო ქვეყანაში მიღებული განათლების ან/და სამეცნიერო ხარისხის აღიარების კანონმდებლობით დადგენილი წესით გაცემული დოკუმენტი, ასეთის არსებობის შემთხვევაში);
- ზ) განხორციელებული საგრანტო/კვლევითი პროექტების ანოტაცია გრანტის გამცემის საკონტაქტო ინფორმაციის მითითებით (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
- თ) პროფესორის აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად არანაკლებ 6 წლის პედაგოგიური და სამეცნიერო მუშაობის დამადასტურებელი დოკუმენტი;
- ი) ასოცირებული პროფესორის აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად არანაკლებ 3 წლის პედაგოგიური და სამეცნიერო მუშაობის დამადასტურებელი დოკუმენტი;
- კ) სამსახურებრივი (პროფესიული) გამოცდილების დამადასტურებელი კანონმდებლობით დადგენილი წესით გაცემული დოკუმენტი (ცნობა და სხვა)
- ლ) ინგლისური ენის ცოდნის დამადასტურებელი დოკუმენტი (ინგლისურენოვანი პროგრამისთვის), რომელიც წარმოაჩენს ენობრივი კომპეტენციის საკმარის დონეს სალექციო კურსის სრულყოფილად წარმართვის უზრუნველსაყოფად.
- მ) ცნობა ნასამართლობის შესახებ შესაბამისი სამართლებრივი საფუძვლის მითითებით
- ნ) საჯარო მოსამსახურემ უნდა წარმოადგინოს "უმაღლესი განათლების შესახებ" საქართველოს კანონით გათვალისწინებული აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად, შესაბამისი დაწესებულების ხელმძღვანელის ან საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული უფლებამოსილი პირის/ორგანოს მიერ კონკრეტული საქმიანობის შესაბამისი ვადით გაცემული წერილობითი თანხმობა
დოკუმენტების წარდგენის ვადა განისაზღვრება 2026 წლის 19 ივლისიდან 24 ივლისის ჩათვლით.
შედეგები გამოქვეყნდება 2026 წლის 31 ივლისს უნივერსიტეტის ვებგვერდზე http://www.gruni.edu.ge.
შედეგები შეიძლება გასაჩივრდეს უნივერსიტეტის აკადემიურ კომიტეტში ან სასამართლოში კანონმდებლობით დადგენილი წესით თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (თბილისი, დ. აღმაშენებლის ხეივანი №64) მისი გამოქვეყნებიდან ხუთი დღის ფარგლებში.
საკონკურსო დოკუმენტების მიღება იწარმოებს, გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტის ადამიანური რესურსის მართვის სამსახურში, ყოველდღე, შაბათ-კვირის გარდა 10 საათიდან 18 საათამდე.
შესაძლებელია დოკუმენტაციის ელექტრონულად გადაგზავნა.
თბილისი, აღმაშენებლის ხეივანი, მე-13 კილომეტრი; ირინა ენუქიძის 3.
საკონკურსო კომისიის სახელზე განცხადების, ავტობიოგრაფიის (CV) ფორმები იხილეთ უნივერსიტეტის ვებგვერდზე http://www.gruni.edu.ge.