აკადემიური თანამდებობები — შოთაძის სახ. თბილისის სამედიცინო აკადემია

შოთაძის სახ. თბილისის სამედიცინო აკადემია — ლოგო
შოთაძის სახ. თბილისის სამედიცინო აკადემია

აკადემიური თანამდებობები

შეთანხმებით ახალი ადგილზე სრული განაკვეთი

პეტრე შოთაძის სახელობის თბილისის სამედიცინო აკადემია (თსა) ერთ-ერთი პირველი კერძო უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებაა საქართველოში. თსა დაარსდა 1992 წელს და წარმატების 34 წლიანი ისტორია აქვს.

თსა-ს მისია: "თსა, როგორც სტუდენტზე ორიენტირებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება, ინოვაციური მიდგომით და მტკიცებულებებზე დაფუძნებული ცოდნის გამოყენებით უზრუნველყოფს ეროვნული და საერთაშორისო ჯანდაცვის მიმართულებით პროფესიონალების მომზადებას. ამავდროულად, კვლევაზე დაფუძნებული აქტივობების განხორციელებით წვლილი შეაქვს საქართველოს საზოგადოების განვითარებაში."

თსა აცხადებს კონკურსს შემდეგი აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად:

  • ანატომია, ჰისტოლოგია: 1 ასოცირებული პროფესორი, 1 ასისტენტ-პროფესორი
  • პათოლოგია: 2 ასოცირებული პროფესორი, 1 ასისტენტ-პროფესორი
  • ფარმაკოლოგია: 1 ასოცირებული პროფესორი, 1 ასისტენტ-პროფესორი
  • სასამართლო მედიცინა: 2 ასოცირებული პროფესორი, 2 ასისტენტ-პროფესორი
  • ქცევათმეცნიერება: 1 ასოცირებული პროფესორი, 1 ასისტენტ-პროფესორი
  • სამედიცინო და ჯანმრთელობის ფსიქოლოგია: 1 ასოცირებული პროფესორი, 1 ასისტენტ-პროფესორი
  • რადიოლოგია: 2 ასოცირებული პროფესორი, 2 ასისტენტ-პროფესორი
  • შინაგანი მედიცინა: 2 ასოცირებული პროფესორი, 2 ასისტენტ-პროფესორი
  • ენდოკრინოლოგია: 1 ასოცირებული პროფესორი, 1 ასისტენტ-პროფესორი
  • კარდიოლოგია: 1 ასოცირებული პროფესორი, 1 ასისტენტ-პროფესორი
  • საოჯახო მედიცინა: 1 ასოცირებული პროფესორი, 1 ასისტენტ პროფესორი
  • ქირურგია: 2 ასოცირებული პროფესორი; 2 ასისტენტ- პროფესორი
  • უროლოგია: 1 ასოცირებული პროფესორი
  • მეანობა-გინეკოლოგია: 2 ასოცირებული პროფესორი, 1 ასისტენტ-პროფესორი
  • ორთოპედია-ტრავმატოლოგია: ასოცირებული პროფესორი, 1 ასისტენტ-პროფესორი
  • გადაუდებელი მედიცინა: 1 ასოცირებული პროფესორი, 1 ასისტენტ-პროფესორი
  • კრიტიკული მზრუნველობა და ანესთეზიოლოგია: 1 ასოცირებული პროფესორი, 1 ასისტენტ-პროფესორი
  • ნევროლოგია: 1 ასოცირებული პროფესორი, 1 ასისტენტ-პროფესორი
  • ფსიქიატრია: 1 ასოცირებული პროფესორი, 1 ასისტენტ-პროფესორი
  • ინფექციური დაავადებები: 2 ასოცირებული პროფესორი, 2 ასისტენტ-პროფესორი
  • ეპიდემიოლოგია: 1 ასოცირებული-პროფესორი
  • საზოგადოებრივი ჯანდაცვა: 3 ასოცირებული პროფესორი, 1 ასისტენტ-პროფესორი
  • ნეირომეცნიერებები: 1 პროფესორი; 2 ასოცირებული პროფესორი
  • გენომური მედიცინა და პოპულაციური ჯანდაცვა: 1 პროფესორი, 2 ასოცირებული პროფესორი

კონკურსში მონაწილეობის ყველა მსურველმა უნდა წარმოადგინოს:

  • პასპორტის ან პირადობის მოწმობის ასლი;
  • CV ქართულ და ინგლისურ ენაზე;
  • ნასამართლეობის ცნობა;
  • კონკურსში მონაწილეობის ყველა მსურველისთვის სავალდებულოა ინგლისური ენის პროფესიულ დონეზე ცოდნა, რომელიც უნდა დასტურდებოდეს ქვემოთ ჩამოთვლილთაგან ერთ-ერთით:
    • ინგლისურენოვანი პროგრამით სწავლების, სულ მცირე, 3 წლის გამოცდილებით;
    • საზღვარგარეთ მოქმედ კლინიკაში ინგლისურ ენაზე საექიმო საქმიანობის განხორციელებით არანაკლებ 1 წლის განმავლობაში;
    • საზღვარგარეთ მოქმედ კვლევით დაწესებულებაში ბიომედიცინის მიმართულებით სასწავლო/კვლევითი საქმიანობის ინგლისურ ენაზე განხორციელებით არანაკლებ 1 წლის განმავლობაში;
    • ინგლისურენოვანი დიპლომამდელი ან დიპლომისშემდგომი პროგრამის დასრულებით;
    • ინგლისური ენის, სულ მცირე, B2 დონის ცოდნის დამადასტურებელი სერტიფიკატით (IELTS, TOEFL, Cambridge English, UNIcert).

პროფესორის აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად კონკურსში მონაწილეობის მსურველმა უნდა წარმოადგინოს:

  • მიღებული განათლების დამადასტურებელი დიპლომ (ებ)ი;
  • სულ მცირე 6 წლის პედაგოგიური გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტ (ებ)ი;
  • სამოტივაციო წერილი თანამდებობის დასაკავებლად (არაუმეტეს 2 გვერდი);
  • ერთი სამეცნიერო ნაშრომი, რომელიც კანდიდატის აზრით, საუკეთესოდ წარმოაჩენს მისი კვლევის უნარს;
  • ბოლო 5 წლის მანძილზე გამოქვეყნებული სამეცნიერო ნაშრომების სია;
  • სილაბუს (ებ)ი;
  • კლინიკური მიმართულებით კონკურსანტმა უნდა წარმოადგინოს შესაბამისი საექიმო სპეციალობის სერტიფიკატის ასლი და სულ მცირე ბოლო 9 წლის კლინიკური გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტები;

ასოცირებული პროფესორის აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად კონკურსში მონაწილეობის მსურველმა უნდა წარმოადგინოს:

  • მიღებული განათლების დამადასტურებელი დიპლომ (ებ)ი;
  • სულ მცირე 3 წლის პედაგოგიური გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტ (ებ)ი;
  • სილაბუს (ებ)ი;
  • ერთი სამეცნიერო ნაშრომი, რომელიც კანდიდატის აზრით, საუკეთესოდ წარმოაჩენს მისი კვლევის უნარს;
  • ბოლო 5 წლის მანძილზე გამოქვეყნებული სამეცნიერო ნაშრომების სია;
  • კლინიკური მიმართულებით არჩევის პრეტენდენტმა დამატებით უნდა წარმოადგინოს შესაბამის საექიმო სპეციალობის სერტიფიკატის ასლი და სულ მცირე ბოლო 5 წლის კლინიკური გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტი;

ასისტენტ - პროფესორის აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად კონკურსანტმა უნდა წარმოადგინოს:

  • მიღებული განათლების დამადასტურებელი დიპლომ (ებ)ი;
  • სილაბუს (ებ)ი;
  • კლინიკურ მიმართულებაზე კონკურსანტმა უნდა წარმოადგინოს შესაბამისი საექიმო სპეციალობის სერტიფიკატის ასლი და სულ მცირე ბოლო 3 წლის განმავლობაში კლინიკური მუშაობის გამოცდილებს დამადასტურებელი დოკუმენტი;

პირი, რომელსაც არ აქვს დოქტორის, ან მასთან გათანაბრებული ხარისხი, შესაძლებელია იქნეს არჩეული პროფესორის, ასოცირებული პროფესორის, ასისტენტ-პროფესორის აკადემიურ თანამდებობაზე პროფესიული ნიშნით, რაც უნდა დასტურდებოდეს პროფესიული გამოცდილებით, სპეციალური მომზადებით და/ან პუბლიკაციებით.

კონკურსში მონაწილეობის მიღების ყველა მსურველმა (მიუხედავად დასაკავებელი აკადემიური თანამდებობისა) სასურველია წარმოადგინოს:

  • ბოლო სამი წლის განმავლობაში საგრანტო პროექტებში მონაწილეობის, აგრეთვე პროგრამების ავტორობის/თანაავტორობის დამადასტურებელი ცნობა;
  • გამოსაქვეყნებლად მიღებული შრომების, სახელმძღვანელოების, მონოგრაფიების დედანი ან მათი ასლი;
  • აკადემიური საბჭოს (ან მსგავსი ფუნქციის მქონე საბჭოების), ეროვნული და საერთაშორისო ორგანიზაციების წევრობა;
  • სადოქტორო ნაშრომების ხელმძღვანელობა, კონსულტანტობა, რეცენზენტობა;
  • სამეცნიერო კონფერენციებსა და ტრენინგებში მონაწილეობა და სერთიფიკატების ფლობა (პროფესიულ საქმიანობაში);
  • ჟურნალის რედკოლეგიის წევრობა, წიგნის/კრებულის რედაქტორობა (რეცენზენტობა);
  • სტუდენტთა სამეცნიერო-კვლევითი მუშაობის ხელმძღვანელობა;

საბუთების მიღება იწარმოებს 2026 წლის 15 ივნისიდან 17 ივლისამდე.

კონკურსი ჩატარდება 2026 წლის 24 ივლისს.