აკადემიური მენეჯერის ასისტენტი
English Book Education 2007 წელს დაარსდა და ერთ სივრცეში აერთიანებს გამომცემლობას, წიგნების დისტრიბუციას, განათლების მენეჯმენტს, საერთაშორისო გამოცდებს (Pearson and TOEFL), ინგლისური ენის სწავლებას, უმაღლეს განათლებას, სასკოლო განათლებასა და მასწავლებლების პროფესიული განვითარების ცენტრს. ჩვენ ვთანამშრომლობთ ისეთ საერთაშორისო გამომცემლობებთან, როგორიცაა Macmillan Education, Pearson Education, National Geographic Learning, Oxford University Press და Cambridge University Press.
ჩვენი მიზანია სრულად მხარი დავუჭიროთ, სასწავლო დაწესებულებებს, მასწავლებლებსა და მოსწავლეებს, დავეხმაროთ მიმდინარე და სამომავლო გამოწვევების დაძლევაში.
"English Book Education" აცხადებს ვაკანსიას აკადემიური მენეჯერის ასისტენტის (ინგლისური ენის მიმართულება) პოზიციაზე.
სამუშაო განაკვეთი: სრული, ორშაბათი-პარასკევი (09:00-18:00)
ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი, დიდი დიღომი, ვეფხისტყაოსნის ქ. N92
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
- ვიზიტი პარტნიორ კერძო სკოლებში, ინგლისური ენის საგაკვეთილო პროცესის ხარისხის მუდმივი მონიტორინგი (Lesson Observation) დადგენილი სტანდარტებისა და შეფასების კრიტერიუმების შესაბამისად;
- გაკვეთილების შეფასება დადგენილი რუბრიკებისა და ხარისხის სტანდარტების საფუძველზე, ხოლო დაკვირვების პროცესში — ობიექტური, მტკიცებულებებზე დაფუძნებული ჩანაწერების წარმოება;
- მასწავლებლებისთვის კონსტრუქციული, პროფესიული ზეპირი და წერილობითი უკუკავშირის მიწოდება;
- დაკვირვების შედეგების და შესაბამისი დოკუმენტაციის დროული მომზადება და მასწავლებლის პროგრესის მონიტორინგი;
- პარტნიორ კერძო სკოლებთან ეფექტური თანამშრომლობის წარმართვა და აკადემიური საკითხების კოორდინაცია;
- სასწავლო რესურსების, მეთოდური მასალებისა და შეფასების ინსტრუმენტების მომზადება/განახლებაში მონაწილეობა უშუალო ხელმძღვანელთან ერთად;
- მასწავლებლებისთვის ტრენინგების, სამუშაო შეხვედრებისა და პროფესიული განვითარების აქტივობების ორგანიზებაში მონაწილეობის მიღება;
- ინგლისური ენის მასწავლებელთა მონაცემთა ბაზების მუდმივი განახლება;
- აკადემიური გუნდის ყოველდღიური საქმიანობის კოორდინაცია და შედეგების შეფასება;
- კომპანიის აკადემიური პოლიტიკის, სტანდარტებისა და პროცედურების დაცვა და მათი განხორციელების ხელშეწყობა;
- საჭიროების შემთხვევაში მასწავლებლებისთვის პროფესიული განვითარების აქტივობების (ვორქშოფები, კონსულტაციები, მენტორინგი) დაგეგმვასა და განხორციელებაში მონაწილეობა;
- პერიოდული რეპორტინგი უშუალო ხელმძღვანელთან
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
განათლება
- ინგლისური ენის, განათლების, პედაგოგიკის ან შესაბამისი მიმართულებით ბაკალავრის ხარისხი (მაგისტრის ხარისხი ჩაითვლება უპირატესობად);
- ინგლისური ენის სწავლების საერთაშორისო კვალიფიკაცია (CELTA, DELTA, Trinity CertTESOL, Trinity DipTESOL ან ეკვივალენტი) ჩაითვლება უპირატესობად;
ენობრივი კომპეტენცია
- ინგლისური ენის ცოდნა არანაკლებ B2+/C1 დონეზე;
- ქართული ენის თავისუფლად ფლობა
სამუშაო გამოცდილება:
- სასურველია სამუშაო გამოცდილება მსგავს სფეროში;
- მასწავლებელთა მენტორობის, ქოუჩინგის ან ტრენერად მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
- გაკვეთილებზე დაკვირვებისა და პროფესიული უკუკავშირის მიწოდების გამოცდილება სასურველია
პროფესიული და პიროვნული უნარები:
- გაკვეთილის ობიექტურად შეფასების უნარი;
- ინგლისური ენის სწავლების მეთოდოლოგიის ცოდნა;
- ანალიტიკური და კრიტიკული აზროვნება;
- დროის ეფექტურად მართვის უნარი;
- დეტალებზე ორიენტირებულობა;
- სიახლეების მიმართ სწრაფად ადაპტაციის უნარი;
- საოფისე პროგრამების ცოდნა (MS Office)
მოთხოვნილი დოკუმენტის/ინფორმაციის გადმოგზავნით დასაქმების მსურველი ადასტურებს, რომ მის მიერ მიწოდებული ინფორმაცია/დოკუმენტაცია არის უტყუარი. დამსაქმებელი იღებს ვალდებულებას მოპოვებული ინფორმაცია დაამუშაოს (მოცემული ან სხვა რელევანტური ვაკანსიისათვის) იმ მოცულობით და ფარგლებში, რომელიც საჭიროა მიზნის მისაღწევად, 2 (ორი) წლის ვადით, ხოლო ნებისმიერი სადავო საკითხის შემთხვევაში, შესაბამისი დავის დასრულებამდე. კანდიდატი უფლებამოსილია ნებისმიერ დროს მოითხოვოს მის შესახებ არსებული ინფორმაციის დამუშავების შეწყვეტა.