აკადემიის მენეჯერი- თბილისი, კრწანისი — Levels Academy Hub

Levels Academy Hub — ლოგო
Levels Academy Hub

აკადემიის მენეჯერი- თბილისი, კრწანისი

₾2000 ახალი ადგილზე სრული განაკვეთი

Levels Academy Hub აცხადებს ვაკანსიას აკადემიის მენეჯერის პოზიციაზე.

სამუშაო პირობები:

  • ადგილმდებარეობა: თბილისი, კრწანისი
  • სამუშაო გრაფიკი: 5 სამუშაო დღე, კვირაში 40 საათი
  • ანაზღაურება: გამოსაცდელი ვადის (2 თვე) პერიოდში - 1000 ლარი
  • ანაზღაურება: გამოსაცდელი ვადის წარმატებით დასრულების შემდეგ - 2000 ლარი (დარიცხული), ზრდის პერსპექტივითა და ბონუსური სისტემით

პოზიციის მიზანი

აკადემიის მენეჯერის მთავარი ფუნქციაა აკადემიის ყოველდღიური ოპერაციების ეფექტური მართვა, სასწავლო პროცესის გამართული ფუნქციონირების უზრუნველყოფა, გუნდის კოორდინაცია, მაღალი ხარისხის მომსახურების შენარჩუნება და აკადემიის ზრდა განვითარების ხელშეწყობა.

ძირითადი მოვალეობები:

  • აკადემიის საქმიანობის სრული კოორდინაცია და ფუნქციონირების კონტროლი
  • ორგანიზაციული მიზნებისა და განვითარების გეგმის შემუშავება და განხორციელება
  • გუნდის მართვა, სამუშაოების განაწილება და შესრულების მონიტორინგი
  • სასწავლო პროცესის ზედამხედველობა
  • მოსწავლეთა მონაცემთა ბაზების წარმოება, ინფორმაციის ანალიზი და ანგარიშება
  • მასწავლებლებისა და ადმინისტრაციული პერსონალის შერჩევის პროცესში მონაწილეობა
  • თანამშრომლებთან, მასწავლებლებთან, მოსწავლეებთან და მშობლებთან ეფექტური კომუნიკაციის უზრუნველყოფა
  • სატელეფონო ზარების, ელექტრონული ფოსტისა და სხვა საკომუნიკაციო არხების დროული მართვის ორგანიზება
  • სტუდენტური აქტივობების, ღონისძიებებისა და საგანმანათლებლო პროექტების დაგეგმვა და ორგანიზება
  • ახალი სასწავლო წლის დაგეგმვა და ადმინისტრაციული პროცესების კოორდინაცია
  • სოციალური ქსელების ადმინისტრირების პროცესის ორგანიზება
  • Canva-სა და Adobe Illustrator-ის გამოყენებით ვიზუალური მასალების, პრეზენტაციების, პოსტერების მომზადება ან პროცესის კოორდინაცია
  • საზაფხულო სკოლებისა და სპეციალური პროგრამების დაგეგმვასა და განხორციელებაში მონაწილეობა
  • პერიოდული ანგარიშების მომზადება და წარდგენა ხელმძღვანელობისთვის
  • პრობლემური საკითხების დროული იდენტიფიცირება და ეფექტური გადაწყვეტა

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება
  • ინგლისური ენის ცოდნა არანაკლებ B2 დონისა
  • ქართულ და ინგლისურ ენებზე გამართული წერითი და ვერბალური კომუნიკაციის უნარი
  • მენეჯერულ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება
  • საოფისე კომპიუტერული პროგრამების (MS Office) კარგი ცოდნა
  • Canva-სა და Adobe Illustrator-ის ცოდნა
  • მონაცემებთან მუშაობისა და ანალიტიკური აზროვნების უნარი

პიროვნული უნარები:

  • ლიდერული თვისებები და პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
  • გუნდის მართვისა და მოტივაციის უნარი
  • ორგანიზებულობა და დროის ეფექტურად მართვის უნარი
  • გადაწყვეტილებების დამოუკიდებლად მიღების უნარი
  • პრობლემების ანალიზისა და გადაჭრის უნარი
  • სამართლიანობა და პროფესიული ეთიკის დაცვა
  • სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი
  • კომუნიკაბელურობა და მაღალი ემოციური ინტელექტი
  • ახალი ცოდნის სწრაფად ათვისებისა და განვითარების სურვილი

შერჩევის ეტაპები:

  • 2 ეტაპიანი გასაუბრება (მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან)
  • ინგლისური ენის ტესტირება (საჭიროების შემთხვევაში)