აირშემდუღებელი
შპს ,,თბილისი ენერჯი" აცხადებს ვაკანსიას აირშემდუღებლის პოზიციაზე;
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- საშუალო/ პროფესიული ტექნიკური განათლება;
- სპეციალური განათლება (შემდუღებლის კურსები) და კვალიფიკაციის დამადასტურებელი მოწმობა;
ძირითადი მოვალეობები:
- საშუალო სირთულის დეტალების, კვანძების და კონსტრუქციების ხელით შედუღება;
- მილებისა და დამხშობების ჟანგბადით ჭრა;
- გაზის მეურნეობის ტექნიკური უსაფრთხოების, ტექნიკის საწარმოო სანიტარიის, სახანძრო უსაფრთხოების მოთხოვნათა მკაცრი დაცვა;
- მომსახურების ცენტრის მენეჯერის ან/და ექსპლუატაციის სამსახურის უფროსის სხვა დავალებების შესრულება ცენტრის საქმიანობასთან დაკავშირებით (მუხლის და ხრახნული შეერთების გადაკეთება, მრიცხველის გარეთ გატანა, ახალი აბონენტების შეჭრა, გაჟონვის აღმოფხვრა, დავალიანების მქონე აბონენტების ჩაჭრა-აღდგენა, უმრიცხველო განშტოების ჩაჭრა, მოხსენებითი ბარათების, ტელეფონოგრამებისა და შემოსული განცხადებების დროული შესრულება, მოქმედი ტექნიკური რეგლამენტების დარღვევით ან/და თვითნებურად დამონტაჟებული გაზის ხელსაწყოების ქსელიდან ჩახსნა);
- შედუღებითი სამუშაოების ჩატარების დროს მრიცხველის ვიზუალური დათვალიერება და დარღვევების გამოვლენის შემთხვევაში მომსახურების ცენტრის უფროსი ტექნიკოსის ან/და ექსპლუატაციის სამსახურის უფროსის ინფორმირება;
- სამონტაჟო სამუშაოების დასრულებისას ქსელისა და აღრიცხვის კვანძის შემოწმება გაზის გაჟონვაზე;
- სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს დოკუმენტაციის სრულყოფილად და დადგენილი წესის შესაბამისად შევსება;
- სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულების დროს სპეციალური ტანსაცმლის და სამსახურებრივი მოწმობის ტარება;
დამატებითი მოთხოვნები:
- სასურველია სპეციალობით პრაქტიკული მუშაობის არანაკლებ ერთწლიანი გამოცდილება;
უნარ-ჩვევები:
- მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
- დეტალებზე ორიენტირებულობა;
- გუნდური მუშაობის უნარი;
ჩვენ გთავაზობთ:
- პროფესიონალ გუნდთან მუშაობას;
- მეგობრულ გარემოს;
- კარიერული ზრდის შესაძლებლობას;
სამუშაო განრიგი: ორშაბათი- პარასკევი, 09:00-18:00 საათამდე;
სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი;
ანაზღაურება: კონკურენტული
რეზიუმეს მიღების ბოლო ვადა: 2026 წლის 1 ივლისი;