AI დიზაინერი
"Real Palace Development" სამშენებლო სფეროში 2011 წლიდან მოღვაწე უძრავი ქონების დეველოპერული კომპანიაა, რომელსაც საქართველოს სხვადასხვა ქალაქში 12-ზე მეტი განხორციელებული პროექტი აქვს.
"Real Palace" აცხადებს ვაკანსიას AI დიზაინერის პოზიციაზე.
ადგილმდებარეობა: თბილისი
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი, 10:00-18:00, შაბათი 10:00-14:00
ანაზღაურება: შეთანხმებით, კანდიდატის გამოცდილებისა და კვალიფიკაციის შესაბამისად
ძირითადი მოვალეობები:
- არქიტექტურული ნახაზების, 3D მოდელებისა და ტექნიკური დავალებების საფუძველზე AI ინსტრუმენტების გამოყენებით მაღალი ხარისხის ფოტორეალისტური რენდერების შექმნა;
- არქიტექტურული პროექტების ექსტერიერისა და ინტერიერის ვიზუალიზაციების მომზადება;
- არსებული არქიტექტურული კონცეფციის, მასშტაბის, მასალების, განათებისა და სივრცის ზუსტად გადმოტანა ვიზუალურ მასალაში;
- AI ინსტრუმენტების გამოყენებით ვიდეო რენდერების, ანიმაციებისა და მოკლე ვიდეოკონტენტის შექმნა;
- არქიტექტურული პროექტებისთვის სოციალური მედიის შესაბამისი ვიზუალური კონტენტის შექმნა;
- Instagram, Facebook და სხვა ციფრული არხებისთვის კრეატიული ვიზუალების, ბანერების, პოსტებისა და სარეკლამო მასალების მომზადება;
- არსებული ვიზუალების AI ინსტრუმენტების საშუალებით დამუშავება, გაუმჯობესება და კრეატიულად განვითარება;
- ახალი პროექტებისთვის სხვადასხვა ვიზუალური კონცეფციისა და კრეატიული მიმართულების შემუშავება;
- არქიტექტურული პროექტების მარკეტინგულად მიმზიდველ ვიზუალურ მასალად გარდაქმნა;
- მარკეტინგისა და არქიტექტურის გუნდებთან თანამშრომლობა;
- თანამედროვე AI ინსტრუმენტებისა და ვიზუალიზაციის ტექნოლოგიების მუდმივი შესწავლა და სამუშაო პროცესში მათი ეფექტურად გამოყენება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- AI ვიზუალიზაციის ინსტრუმენტებთან მუშაობის პრაქტიკული გამოცდილება;
- მაღალი ხარისხის ფოტორეალისტური არქიტექტურული რენდერების შექმნის უნარი;
- AI ვიდეო ინსტრუმენტებთან მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
- Photoshop-ის, Illustrator-ის ან მსგავსი დიზაინის პროგრამების ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად;
- სოციალური მედიისთვის ვიზუალური კონტენტის შექმნის გამოცდილება;
- ფერის, განათების, კომპოზიციისა და ვიზუალური სტილის კარგი შეგრძნება;
- არქიტექტურული პროექტის მარკეტინგულად მიმზიდველ ვიზუალურ კონტენტად გარდაქმნის უნარი.
AI ინსტრუმენტები:
კონკრეტული AI პლატფორმების ცოდნა სავალდებულო არ არის, თუ კანდიდატს აქვს ძლიერი პრაქტიკული გამოცდილება AI ვიზუალიზაციის მიმართულებით.