აღწერის ოფიცერი- ბათუმი
აგროპროდუქტების პირველი ჰიპერმარკეტი საქართველოში - აგროჰაბი 2016 წელს გაიხსნა. პირველი ევროპული სტანდარტის ჰიპერმარკეტი, რომელიც მომხმარებელს ნატურალურ, ქართულ, ჯანსაღ პროდუქტს სთავაზობს.
კომპანია "აგროჰაბი" აცხადებს ვაკანსიას აღწერის ოფიცრის პოზიციაზე ბათუმში.
ძირითადი მოვალეობები:
- ობიექტებზე აღწერების გაკეთება კომპანიის მიერ შემუშავებული სტანდარტების შესაბამისად;
- ინვენტარიზაციის ჩატარება;
- პროდუქციის სასაქონლო ზედნადებების შემოწმება;
- არსებული სასაქონლო ნაშთების შემოწმება;
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- სასურველია გაყიდვების სფეროში ან წარმოებაში მინიმუმ 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება;
- სასურველია კანდიდატს ჰქონდეს აპექსთან მუშაობის გამოცდილება.
უნარ-ჩვევები:
- დეტალებზე ორიენტირებული;
- ლოგიკური და ანალიტიკური აზროვნების უნარი;
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
შპს "აგროჰაბი" თანამშრომელთა შერჩევის პროცესს ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობის თანახმად, პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების დაცვით და გამორიცხავს მათ მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით.
კანდიდატის შერჩევის მიმდინარე პროცესთან დაკავშირებული მონაცემები ინახება არაუმეტეს 3 თვის ვადით, ხოლო კანდიდატის თანხმობის შემთხვევაში CV დამატებით შეიძლება შენახულ იქნეს 1 (ერთი) წლის ვადით სამომავლო ვაკანსიებზე განხილვის მიზნით.