აღწერის ოფიცერი — აგროჰაბი

აგროჰაბი — ლოგო
აგროჰაბი

აღწერის ოფიცერი

შეთანხმებით ახალი თბილისი · ადგილზე სრული განაკვეთი

აგროპროდუქტების პირველი ჰიპერმარკეტი საქართველოში - აგროჰაბი 2016 წელს გაიხსნა. პირველი ევროპული სტანდარტის ჰიპერმარკეტი, რომელიც მომხმარებელს ნატურალურ, ქართულ, ჯანსაღ პროდუქტს სთავაზობს.

კომპანია „აგროჰაბი“ ახალი აცხადებს ვაკანსიას აღწერის ოფიცერის პოზიციაზე თბილისში.

ძირითადი მოვალეობები:

  • ობიექტებზე აღწერების გაკეთება კომპანიის მიერ შემუშავებული სტანდარტების შესაბამისად;
  • ინვენტარიზაციის ჩატარება;
  • პროდუქციის სასაქონლო ზედნადებების შემოწმება;
  • არსებული სასაქონლო ნაშთების შემოწმება;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • სასურველია გაყიდვების სფეროში ან წარმოებაში მინიმუმ 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება;
  • სასურველია კანდიდატს ჰქონდეს აპექსთან მუშაობის გამოცდილება.

უნარ-ჩვევები:

  • დეტალებზე ორიენტირებული;
  • ლოგიკური და ანალიტიკური აზროვნების უნარი;
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა.

შპს „აგროჰაბი“ თანამშრომელთა შერჩევის პროცესს ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობის თანახმად, პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების დაცვით და გამორიცხავს მათ მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით.