აღწერის მენეჯერი
საბუღალტრო კომპანია "ფინარეას" ძირითადი საქმიანობებია: კომპანიების ბუღალტრული აღრიცხვა საერთაშორისო სტანდარტებით, ფინანსების დაგეგმარება და მართვა, საკონსულტაციო მომსახურება.
"ფინარეა" აცხადებს ვაკანსიას აღწერის მენეჯერის პოზიციაზე.
ანაზღაურება: 800-1000 ლარი (გამოცდილების შესაბამისად)
სამუშაოს ტიპი: კვირაში 3 დღე - 11:00-18:00 სთ. სამუშაო დღეები შეთანხმდება ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით (შაბათი და კვირა არასამუშაო დღეებია).
გამოსაცდელი ვადა: 2 თვე (ანაზღაურებადი)
სამუშაო ადგილი: თბილისი
ძირითადი მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება;
- საოფისე პროგრამების ცოდნა;
- კვების ობიექტების საოპერაციო პროგრამების ცოდნა (სასურველია).
უნარები:
- ორგანიზებულობა და პუნქტუალურობა;
- პასუხისმგებლობის გრძნობა;
- დეტალებზე ორიენტირებულობა;
- ლოგიკური და ანალიტიკური აზროვნება;
- მათემატიკური უნარები.
მოვალეობები:
- კვების ობიექტების დოკუმენტაციის დამუშავება;
- კვების ობიექტებზე ვიზიტი და აღწერების გაკეთება;
- შესაბამის პროგრამაში მუშაობა, ინფორმაციის შეყვანა (შესყიდვების ასახვა);
- შედეგების დამუშავება და გაანალიზება;
- უშუალო ხელმძღვანელის ცალკეული დავალებების შესრულება.
გისურვებთ წარმატებას!