აღწერების მენეჯერი
სამედიცინო კომპანია "ახალი ხედვა" არის პირველი ორთოპედიული მაღაზიების ქსელი საქართველოში, რომელიც ახორციელებს ორთოპედიული, ტრავმატოლოგიური და სამედიცინო მოვლის საგნების რეალიზაციას საქართველოს მასშტაბით. პროდუქცია იყიდება საკუთარ ორთოპედიულ მაღაზიებში, ასევე აფთიაქებსა და სამედიცინო დაწესებულებებში.
სამედიცინო ჯგუფი "ახალი ხედვა" აცხადებს ვაკანსიას აღწერების მენეჯერის პოზიციაზე
სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი
სამუშაო განაკვეთი: ორშაბათი-პარასკევი, 09:00-18:00 სთ
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
- კომპანიის მფლობელობაში არსებული ყველა ობიექტის სრული ინვენტარიზაცია;
- აღწერის შედეგად გამოვლენილი ზედმეტობა-დანაკლისის გადამოწმება და შესაბამისი დოკუმენტაციის მომზადება;
- წუნდებული პროდუქციის მდგომარეობის შეფასება;
- პროდუქციის ვადების მონიტორინგი;
- რეპორტის წარმოება და ხელმძღვანელისთვის წარდგენა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- სასურველია მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინ. 1 წლიანი გამოცდილება;
- Excel-ის სამომხმარებლო დონეზე ცოდნა;
- სასურველია პროგრამა Fina-ში მუშაობის გამოცდილება.
პიროვნული თვისებები:
- ორგანიზებული;
- დეტალებზე ორიენტირებული;
- დროის მართვის უნარი;
- პასუხისმგებლობიანი.