აღრიცხვის მენეჯერი
"ბს/2 ჯორჯია" აცხადებს ვაკანსიას სასაწყობე აღრიცხვის მენეჯერის პოზიციაზე.
"ბს/2 ჯორჯია" წარმოადგენს ლიეტუვური ჰოლდინგის, "Penki Kontinentai", ჯგუფის შვილობილ კომპანიას, რომელიც 2009 წლიდან წარმატებით ოპერირებს საქართველოს ბაზარზე. კომპანია ქმნის და ნერგავს ინოვაციურ პროგრამულ და ტექნოლოგიურ გადაწყვეტილებებს საბანკო, საფინანსო და საცალო ვაჭრობის სექტორისთვის.
"ბს/2 ჯორჯია" წარმოდგენილია 7 რეგიონული ცენტრით საქართველოში და თანამშრომლობს ქვეყნის წამყვან ფინანსურ ინსტიტუტებთან.
"ბს/2"-ის პროგრამული უზრუნველყოფა გამოიყენება მსოფლიოს 80-ზე მეტ ქვეყანაში და უკვე 30 წელზე მეტია ეხმარება კომპანიებს ბიზნეს-პროცესების ოპტიმიზაციაში, მომსახურების ხარისხის გაუმჯობესებასა და ახალი სერვისების დანერგვაში.
ლოკაცია: თბილისი, დიღომი, პ. ყურაშვილის ქ. N6 (ვუზრუნველვყოფთ ტრანსპორტირებას მეტროსადგური დიდუბიდან)
გრაფიკი: სრული განაკვეთი (I-V; 09:00-18:00), 1 საათი შესვენება
ანაზღაურება: ხელზე ასაღები 3000 ლარი
ძირითადი ფუნქციები:
- სასაწყობე და საბუღალტრო პროგრამებში არსებული ნაშთების რეგულარული შედარება, შეჯერება და კონტროლი;
- მარაგების მოძრაობის, მიღების, გაცემის, დაბრუნებისა და შიდა გადანაცვლებების მონიტორინგი;
- ნაშთებს შორის გამოვლენილი სხვაობების ანალიზი, მიზეზების იდენტიფიცირება და აღმოფხვრის პროცესის კოორდინაცია;
- დიდი მოცულობის მონაცემების დამუშავება, ანალიზი და შესაბამისი ანგარიშგების მომზადება;
- რეგულარული და არაგეგმიური ინვენტარიზაციების დაგეგმვაში, ორგანიზებასა და ჩატარებაში მონაწილეობა;
- ინვენტარიზაციის პროცესის კოორდინაცია, შედეგების ანალიზი და გამოვლენილი სხვაობების დოკუმენტირება;
- ინვენტარიზაციის შედეგად გამოვლენილ საკითხებზე შესაბამის დეპარტამენტებთან კოორდინაცია და მაკორექტირებელი ღონისძიებების კონტროლი;
- მარაგების აღრიცხვისა და კონტროლის პროცესების გაუმჯობესების ინიციირება და განხორციელება;
- ბუღალტერიასთან და საწყობის გუნდთან აქტიური თანამშრომლობა;
- მენეჯმენტისთვის პერიოდული ანალიტიკური ანგარიშების მომზადება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება ფინანსების, ეკონომიკის, ბიზნეს ადმინისტრირების ან მომიჯნავე მიმართულებით;
- სასურველია მარაგების აღრიცხვის, ფინანსური კონტროლის, ინვენტარიზაციის ან მონაცემთა ანალიზის მიმართულებით მუშაობის გამოცდილება;
- Microsoft Excel-ის მაღალ დონეზე ცოდნა;
- დიდი მოცულობის მონაცემებთან მუშაობის პრაქტიკული გამოცდილება;
- ERP, სასაწყობე ან საბუღალტრო პროგრამებთან მუშაობის გამოცდილება. 1C საბუღალტრო პროგრამაში (ბალანსი) მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
- ინვენტარიზაციის პროცესების დაგეგმვისა და კოორდინაციის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად.
- რუსული ენის ცოდნა მინიმუმ B2 დონეზე;
პიროვნული უნარები
- ძლიერი ანალიტიკური და ლოგიკური აზროვნება;
- დეტალებზე ორიენტირებულობა და მაღალი სიზუსტე;
- პრობლემების იდენტიფიცირებისა და ეფექტიანი გადაჭრის უნარი;
- ორგანიზებულობა და დროის ეფექტიანი მართვა;
- კომუნიკაციისა და კოორდინაციის უნარი;
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და შედეგზე ორიენტირებულობა.
ჩვენ გთავაზობთ:
- პროფესიული და კარიერული განვითარების შესაძლებლობას;
- დინამიკურ და პროფესიულ სამუშაო გარემოს;
- ჯანმრთელობის დაზღვევას და Fitpass-ს.
უპირატესობები:
- ჯანმრთელობის დაზღვევა
- ფიტნესი და გამაჯანსაღებელი პროგრამები
- ტრანსპორტირების უზრუნველყოფა